სკოლარი: "რონალდუს მამის გარდაცვალების შესახებ ვუთხარი, მან ეს მიპასუხა"

სკოლარი: "რონალდუს მამის გარდაცვალების შესახებ ვუთხარი, მან ეს მიპასუხა"

ახალი ამბები / ფეხბურთი
7-04-2022, 00:18



2005 წელს, კრიშტიანუ რონალდუს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი დადგა, რადგან 20 წლის ვარსკვლავმა მამა დაკარგა.

კრიშტიანუ ეროვნულ ნაკრებთან ერთად იყო და რუსეთთან მატჩისთვის ემზადებოდა, მამის გარდაცვალება კი მასზე ადრე თანაგუნდელებმა და მწვრთნელებმა გაიგეს.

იმ დროისთვის, პორტუგალიას ლუიშ ფელიპე სკოლარი წვრთნიდა, რომელმაც მედიასთან საუბრისას ეს შემთხვევა გაიხსენა.

"ძალიან რთული მომენტი იყო. მაშინ შედგა ნამდვილი კავშირი ჩვენს, როგორც მწვრთნელსა და სპორტსმენს შორის. ეს ამბავი რუსეთთან მატჩამდე გავიგეთ, თუმცა არავინ იცოდა როგორ უნდა ეთქვა ეს რონალდუსთვის, ამის სურვილიც არ ჰქონდათ.

მე ვთქვი, რომ კრიშტიანუს თავად ვეტყოდი მამის გარდაცვალების შესახებ, რადგან რამდენიმე წლის წინ თავად დავკარგე მშობელი, ამიტომ გამოცდილება მქონდა.

ძალიან საწყენი ამბავი იყო, თუმცა მან მეორე დღეს მაინც მიიღო მატჩში მონაწილეობა, ბრწყინვალედ ითამაშა და პორტუგალიაში დაბრუნდა.

თამაში თავად მთხოვა. როცა ეს ამბავი ვუამბე, მითხრა - 'მე დღეს ვერაფერს გავაკეთებ მამაჩემისთვის, ამიტომ ხვალ ვითამაშებ, შემდეგ კი წავალ", - გაიხსენა სკოლარიმ Marca-სთან საუბრისას.


კომენტარები
შესანიშნავი სიახლე რონალდუს შესახებ - ინფორმაცია უკვე დადასტურებულია!
შესანიშნავი სიახლე რონალდუს შესახებ - ინფორმაცია...
6-04-2022, 00:11
რონალდუს შვილი მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა და ისიც 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
რონალდუს შვილი მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა და...
12-02-2022, 01:10
"მიდლსბროს" მცველი: "რონალდუ იმდენად ლამაზი იყო, რომ ყალბი მეგონა"
"მიდლსბროს" მცველი: "რონალდუ იმდენად ლამაზი იყო,...
6-02-2022, 15:36
ძიძას ვუთხარი, ვეღარ მოხვალ, თუ არ აიცრები-მეთქი, მან კი..”, -
ძიძას ვუთხარი, ვეღარ მოხვალ, თუ არ აიცრები-მეთქი,...
24-01-2022, 19:02
The Athletic: ახალგაზრდა გუნდელებს რონალდუსთან ურთიერთობა უჭირთ
The Athletic: ახალგაზრდა გუნდელებს რონალდუსთან...
23-01-2022, 01:13
ფუტსალი ევრო 2022 - ავთანდილ ასათიანი სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე
ფუტსალი ევრო 2022 - ავთანდილ ასათიანი სადებიუტო...
18-01-2022, 00:58
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно