რონალდუს შვილი მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა და ისიც 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
ახალი ამბები / საქართველო
12-02-2022, 01:10
მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს ვაჟი "ეშმაკუნების" ფეხბურთელი გახდა.
36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის მეუღლემ, ჯორჯინა როდრიგესმა რონალდუ უმცროსის პრეზენტაციიდან ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით:
"ერთად ვიბრძოლოთ ოცნებებისთვის. დედას უყვარხარ".
კრიშტიანუ უმცროსმა, რომელსაც ივნისში 12 წელი შეუსრულდება, 7-ნომრიანი მაისური მოირგო, მამის მსგავსად.
რა თქმა უნდა, რონალდუს ვაჟი "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთ ასაკობრივ გუნდში იასპარეზებს.
კომენტარები