მანდრიჩენკო "საბურთალოდან" უკრაინულ გუნდში გადავიდა
ახალი ამბები / ფეხბურთი
4-01-2022, 00:55
24 წლის მოლდოველი ნახევარმცველი დმიტრი მანდრიჩენკო "საბურთალოდან" უკრაინის "ინგულეცში" გადავიდა.
კონტრაქტის დეტალებს "ინგულეცი" არ იტყობინება. ახალ გუნდში მანდრიჩენკო 43-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
გასულ სეზონში ის "საბურთალოს" შემადგენლობაში საქართველოს თასის მფლობელი გახდა, რომლის რიგებში 37 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მანდრიჩენკოს სამსახურით აგრეთვე "ლვოვი" იყო დაინტერესებული
კომენტარები