ვინ გაიტანა ყველაზე მეტი გოლი პრემიერ ლიგაში 2021 წელს?
ახალი ამბები / ფეხბურთი
1-01-2022, 20:05
"ლივერპულის" თავდამსხმელი, მოჰამედ სალაჰი 2021 წელს პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ეგვიპტელმა ფორვარდმა წელს ლიგის მატჩებში 24 გოლი გაიტანა.
სალაჰის უახლოესი მდევარია "ტოტენჰემის" თავდამსხმელი, ჰარი კეინი (18). ამის შესახებ Opta Twitter-ზე იტყობინება. 29 წლის სალაჰმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 22 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ეგვიპტელ ფორვარდს კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, პორტალი Transfermarkt-ი ფეხბურთელს 100 მილიონ ევროდ აფასებს. 2021 წელს პრემიერ ლიგის მატჩებში 15 გოლი "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა, ილქაი გუნდოგანმა გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ამ დროისთვის ლიდერები 50 ქულით არიან სწორედ "ქალაქელები", რომლებიც უახლოეს მდევარს, "ჩელსის" 8 ქულით უსწრებენ.
კომენტარები