ზიდანი საფრანგეთის ნაკრების გაწვრთნას აპირებს
ახალი ამბები / ფეხბურთი
26-09-2023, 12:20
ფრანგმა სპეციალისტმა, ზინედინ ზიდანმა, შესაძლოა, სამწვრთნელო კარიერა გააგრძელოს.
Todofichajes-ის ცნობით, ზიდანი საფრანგეთის ნაკრების თავკაცობას აპირებს. ის ევრო 2024-ის დასრულებას დაელოდება, რის შემდეგაც მისი „სამფეროვანთა“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის ვარიანტიც გახდება შესაძლებელი.
ზიდანი მადრიდის „რეალის" მთავარ მწვრთნელად 2016-2018 და 2019-2021 წლებში მუშაობდა. „სამეფო კლუბთან“ ერთად ფრანგი ესპანეთის ორგზის ჩემპიონი, ესპანეთის სუპერთასის ორგზის და ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებული გახდა.
2012 წლის ივნისიდან საფრანგეთის ეროვნულ გუნდს დიდიე დეშამი ხელმძღვანელობს. მისი თავკაცობით ფრანგებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს, 2021 წელს კი ერთა ლიგა. გააღწიეს ევრო 2016-ის და 2022 წლის მუნდიალის ფინალებში.
კომენტარები