ვინ არის პსჟ-ს მწვრთნელად დანიშვნის მთავარი ფავორიტი და რა კავშირშია ეს ყველაფერი მბაპესთან?
ახალი ამბები / ფეხბურთი
9-04-2022, 00:18
"პარი სენ ჟერმენის" დამრიგებლის პოსტზე დანიშვნის მთავარი კანდიდატი "რეალის" ყოფილი თავკაცი, ზინედინ ზიდანია.
აღნიშნულ ინფორმაციას France Bleu-ს ჟურნალისტი, ფაბრის ჰოკინსი ავრცელებს.
როგორც აღინიშნება, პარიზული კლუბის ზოგიერთი ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ 49 წლის ფრანგი სპეციალისტის დანიშვნა გუნდის თავდამსხმელს, კილიან მბაპეს დარჩენაში დაარწმუნებს.
თავის მხრივ, 23 წლის სუპერვარსკვლავს "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტის ვადა ამ სეზონის ბოლოს ეწურება. ზიდანი კი 2021 წლის ივნისიდან უმუშევარია.
მოგეხსენებათ, ამჟამად პარიზელებს სათავეში მაურისიო პოჩეტინო უდგათ, ვისი წასვლაც პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, ამ სეზონში გუნდის მიერ ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო.
კომენტარები