"პერესი ჰოლანდის ბარსელონაში გადასვლაშიც ხედავს დადებით მხარეს", - ESPN-ის ჟურნალისტი

"პერესი ჰოლანდის ბარსელონაში გადასვლაშიც ხედავს დადებით მხარეს", - ESPN-ის ჟურნალისტი

ახალი ამბები
8-01-2022, 01:14



"რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ერლინგ ჰოლანდის "ბარსელონაში შესაძლო გადასვლაში პლიუსებსაც ხედავს.

აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა ESPN-ის ჟურნალისტი, ხორხე რამოსი ავრცელებს.

როგორც იწერება, "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელი დორტმუნდის" ფორვარდს კატალონიურ გრანდში გადაბარგების წინააღმდეგი არ არის.

პერესი ფიქრობს, რომ ერლინგის ფორვარდ კილიან მბაპესთან დაპირისპირება, რომელიც ზაფხულში დიდი ალბათობით "რეალს" მიაშურებს, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ახალი ვერსია იქნება, რაშიც კომერციულ მოგებას ხედავს.

მიმდინარე სეზონში 21 წლის სუპერვარსკვლავმა "დორტმუნდის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი გააკეთა.


კომენტარები
ჩავიმ ალვარო მორატას ტრანსფერი მოითხოვა
ჩავიმ ალვარო მორატას ტრანსფერი მოითხოვა...
31-12-2021, 01:47
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно