"სოლიდური თანხით დაეხმარა, რამე თუ კიდევ დაჭირდებათ აქ ვარო" - ნანუკა ჟორჟოლიანი ლაშა ტალახაძის ბრწყინვალე საქციელზე წერს

"სოლიდური თანხით დაეხმარა, რამე თუ კიდევ დაჭირდებათ აქ ვარო" - ნანუკა ჟორჟოლიანი ლაშა ტალახაძის ბრწყინვალე საქციელზე წერს

ახალი ამბები
28-01-2022, 01:05



ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ლაშა ტალახაძემ 10 წლის საბას სამკურნალოდ სოლიდური თანხა გადარიცხა.

ძალიან დიდი მადლობა ლაშა ტალახაძეს, რომელიც სოლიდური თანხით დაეხმარა საბას. და მითხრა, რამე თუ კიდევ დაჭირდებათ აქ ვარო.

ჩემპიონი ხარ", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, 10 წლის საბას უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობას თურქეთის ერთ-ერთი კლინიკაში გადის. ტალახაძის ამ ბრწყინვალე საქციელის გაგებამდე ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერდა:

"ეს არის საბა, 10 წლის, რომელიც თურქეთის კლინიკაში უმძიმესი დიაგნოზით მოხვდა. თუ ოჯახმა ხვალ საავადმყოფოს 10 ათასი $

არ გადაუხადა გარეთ უშვებენ, რაც ნიშნავს იმას რომ ბავშვი ვერ გადარჩება.

ნანუკას ფონდიდან ჩავურიცხავთ 5 ათასს დოლარს, მაგრამ დარჩენილი თანხა უნდა შეგროვდეს და ვისაც რა შეგვიძლია. ძალიან გთხოვთ", - წერდა ჟორჟოლიანი.


კომენტარები
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно