კვარაცხელიას შეძენა მადრიდის „რეალს“ სურს არი სხვა გრანდებიც
ფრანგული გამოცემა „პსჟ მერკატო“ ამტკიცებს, რომ „ნაპოლი“ ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით ევროპული ფეხბურთის ბევრი გრანდი დაინტერესდა.
„პარი სენ-ჟერმენის“ სპორტულმა მრჩეველმა ლუის კამპოსმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ბევრი ახალგაზრდა დაიმატა. ეს თემა სავარაუდოდ გაგრძელდება, რადგან კლუბი თვალს ადევნებს „ნაპოლის“ თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას. ხუთშაბათს, 90min იტყობინებოდა, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“, „მანჩესტერ სიტისთან“ და მადრიდის „რეალთან“ ერთად, 21 წლის ფეხბურთელის უფრო ახლოს გასაცნობად სკაუტები და შუამავლები გააგზავნა.
ქართველი ფეხბურთელი უპრობლემოდ შეეგუა სერია A-ს და მასში გადახდილი 10 მილიონი ევრო აბსოლუტურად მომგებიან გარიგებად გამოიყურება. კვარაცხელიამ იტალიურ კლუბში 14 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. მაშინ, როცა კვარაცხელია ევროპული ტოპ კლუბების ინტერესს იპყრობს, „ნაპოლი“ არ არის მზად მის გასაშვებად. 90min თავის მოხსენებაში წერს, რომ ფეხბურთელი და „ნაპოლი“ მის გაშვებას მომდევნო 12 თვეში არც განიხილავენ. კვარაცხელიას კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი, მას შემდეგ რაც ის ყაზანის „რუბინიდან“ წლის დასაწყისში ჩამოვიდა, ეს კონტრაქტი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეჩერდა. ახლა ადვილია ნებისმიერ ინტერესზე უარის თქმა, მაგრამ მომავალ ზაფხულს „ნაპოლიმ“ შეიძლება განიხილოს შეთავაზება, რომელზეც უარს ვერ იტყვის“, – წერს „პსჟ მერკატო“.
შეგახსენებთ, რომ მანამდე Calcio Mercato ამტკიცებდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით ინგლისის პრემიერლიგის ორი გიგანტი, „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტი“ დაინტერესდნენ.