მოჯი: "კვარაცხელია ტოპ კლუბში თამაშისთვის მზად არის"
ახალი ამბები / ფეხბურთი
6-04-2022, 00:09
ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ლუჩანო მოჯიმ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" შესაძლო ტრანსფერის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"ნაპოლის სატრანსფერო გეგმებზე რას ვიტყოდი? კლუბი სწორი მიმართულებით ვითარდება. კვარაცხელიას კარგად ვიცნობ და ის ტოპ კლუბში სათამაშოდ მზად არის.
ხვიჩა ჩამოყალიბებული ფეხბურთელია და შეუძლია, ტოპ კლასის ფეხბურთელი გახდეს. მას არაჩვეულებრივი საფეხბურთო შესაძლებლობები აქვს", - განაცხადა იტალიელმა.
შეგახსენებთ, იტალიური პრესის ცნობით, ქართველი გარემარბი "პარტენოპეიში" გადასვლასთან უკვე ერთი ნაბიჯში იმყოფება. მხარეები ბოლო დეტალებს აგვარებენ.
ბათუმის "დინამოს" ვინგერი ახალგაზრდა "აძურისთან" გააფორმებს ხუთწლიან კონტრაქტს, მისი ყოველწლიური ხელფასი კი დაახლოებით 1.1 მილიონი ევრო იქნება.
კომენტარები