"ფორმაში ჩადგება და ყველაფერი კარგად იქნება..." - რუსი გულშემატკივრები
ახალი ამბები / ფეხბურთი
16-01-2022, 00:54
"რუბინის" გენერალურ დირექტორ რუსტამ საიმანოვის ნათქვამს, რომ თუკი 20 მილიონ ევროს შესთავაზებენ, ხვიჩა კვარაცხელიას გასხვისებაზე უარს ვერ იტყვიან, sports.ru-ზე რუსი გულშემატკივრები გამოეხმაურნენ:
"ხვიჩა ძალიან ნიჭიერია, ფორმაში ჩადგება და ყველაფერი კარგად იქნება. ნაკრებში ძლიერად თამაშობს, "რუბინს" კი უბრალოდ რთული პერიოდი უდგას."
"რატომ არის 20? ეს ძალიან ძვირია, ზედა ზღვარი 5 მილიონი უნდა იყოს."
"5-ად გაყიდვას რა აზრი აქვს? ამ ფასად მოთამაშეებს თავად "რუბინი" ყიდულობს."
"ის სანაკრებო დონეზე ბევრ გოლს იტანს."
"გასულ წელს მისი ერთადერთი კარგი მატჩი შვედეთის წინააღმდეგ იყო."
"როცა ხვიჩას წასვლა უნდოდა, რატომ შეაჩერეს?"
"იგივე "ვესტ ჰემი" 20 მილიონს მარტივად გადაიხდის, მაგრამ არ ვისურვებდი, რომ წავიდეს."
"მსოფლიო ფეხბურთში, სადაც პარედესი ორჯერ გაიყიდა (ჯერ "ზენიტში", შემდეგ პსჟ-ში) 40 მილიონზე მეტად, რატომ არ შეიძლება კვარაცხელია 20 მილიონი ევრო ღირდეს?"
კომენტარები