კვარაცხელიას გასხვისებით "რუბინი" მაინც იხეირებს - Euro-football

კვარაცხელიას გასხვისებით "რუბინი" მაინც იხეირებს - Euro-football

ახალი ამბები / ფეხბურთი
10-01-2022, 01:16



რუსული Euro-football ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე წერს:

"კვარაცხელიასა და სამოშნიკოვის, შესანიშნავი ფეხბურთელების, სხვა კლუბში გადასვლა "რუბინის" ხელმძღვანელობის ხელშესახები წარმატება იქნება და  ტრანსფერებს კლუბის ბიუჯეტში ბევრი თანხის დამატება შეუძლია.

ყველაფერი ეს თუ, რა თქმა უნდა, ორივე გონს მოვა: ერთი - ტრავმის შემდეგ, მეორე კი - სეზონის გულწრფელად სუსტი დაწყების. მაშინაც კი, თუ ძვირად ვერ გასხვისდებიან,  მოზიდული თანხა დახარჯულ ღირებულებას მაინც აღემატება. ასე იყო მაკაროვის შემთხვევაშიც -  "დინამოდან" მიღებული  "ნეფტეხიმიკისგან" შეძენილისგან ბევრად მეტი იყო.

შიდა ბაზრის შესახებ კლუბის ხედვა ერთგვარად არასტაბილურია -

დახარჯული ფული და დამყარებული იმედები ხშირად ვერ მართლდება."

ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ სატრანსფერო საუბრები აქტუალობას არ კარგავს. ბოლოს ის ინგლისურს "ვულვზს" დაუკავშირეს.


კომენტარები
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно