ხვიჩა საქმეს შეუდგა - სლუცკიმ კომენტარი გააკეთა
ახალი ამბები / საქართველო
29-01-2022, 01:13
"რუბინმა" მეორე თურქული შეკრება დაიწყო და კლუბის საიტთან ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ კომენტარი ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა:
"სეზონისთვის სამზადისს ვაგრძელებთ. კარგ გუნდებთან სამ ამხანაგურ შეხვედრას ჩავატარებთ. ნელ-ნელა გვიბრუნდებიან ფეხბურთელები, რომლებმაც პირველი შეკრება გამოტოვეს. ნაყოფიერად მუშაობას ვგეგმავთ.
როდის დაბრუნდებიან სამოშნიკოვი, კვარაცხელია და აბილდგორი საერთო ჯგუფში? ისინი მეორე შეკრებაზე იქნებიან. კვარაცხელია და სამოშნიკოვი უკვე ფიზიკური მომზადების მწვრთნელთან და ფიზიოთერაპევტებთან ერთად მოედანზე მუშაობენ. ჩვენ უბრალოდ მათ ფიზიკური მომზადებით საერთო ჯგუფთან მივიყვანთ. აბილდგორი სირბილს ამ კვირაში დაიწყებს".
"რუბინი" 2 თებერვალს "სოჭის", 5 თებერვალს "ხიმკის", 8
თებერვალს კი ბათუმის "დინამოს" შეხვდება.
კომენტარები