თუ ხვიჩა ინგლისში გადავა, ყველა ვინანებთ - რუსული მედია
ახალი ამბები / ფეხბურთი
27-01-2022, 01:04
რუსულმა Business-gazeta-მ "რუბინის" ფეხბურთელების გასული წელი ინდივიდუალურად შეაფასა.
გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს:
"რუბინის" მთავარმა ვარსკვლავმა 2020/21 წლების სეზონის მეორე ნახევარი ბრწყინვალედ ჩაატარა და გუნდს საუკეთესო ოთხეულში ადგილის დაკავებაში დაეხმარა.
ზაფხულში კვარაცხელიას ევროპაში წასვლაზე საუბრობდნენ და მას "მილანს", "ევერტონსა" და "ტოტენჰემს" უკავშირებდნენ, თუმცა ასე არ მოხდა.
ახლა ყაზანელთა ქართველი გარემარბი მოწყენილია და საკუთარ თამაშს დიდი ხანია ეძებს. ამის მიუხედავად, ხვიჩას მიმართ ინტერესი მაინც დიდია - ნუ გაგიკვირდებათ, თუ ის ამ ზამთარსვე ინგლისში გაემგზავრება და ყველა ვინანებთ, თუ რა ვარსკვლავი დაკარგა
რუსულმა ფეხბურთმა."
უკანასკნელად Daily Mail-მა კვარაცხელია "ვულვზს" დაუკავშირა, მანამდე კი პრემიერლიგის სხვა კლუბებზეც იწერებოდა.
კომენტარები