"გოლოვინი, კვარაცხელია და ჰოლანი კლუბებს შეიცვლიან" - Championat
ახალი ამბები / საქართველო
23-01-2022, 00:54
რუსულმა გავლენიანმა Championat-მა ინგლისის პრემიერლიგის გუნდების მოსალოდნელი სატრანსფერო აქტივობა, სათაურით - "გოლოვინი, კვარაცხელია და ჰოლანი კლუბებს შეიცვლიან" - განიხილა.
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას გამოცემა სამ კლუბს - "ვესტ ჰემს", "ვულვზსა" და "ევერტონს" უკავშირებს.
ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა 1-ელ იანვარს გაიხსნა და თვის ბოლომდე გასტანს. კვარაცხელია პრემიერლიგის კლუბებს გასულ ზაფხულსაც დაუკავშირეს. მაშინ, ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა Sportall.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში "ტოტენჰემის" ინტერესი დაადასტურა.
კომენტარები