პსჟ-ს ექს-ფეხბურთელი: "აგვისტოში მბაპეს რეალში წასვლის ალბათობა 99%-ს აღწევდა, ახლა კი 65%-ია"
ახალი ამბები / ფეხბურთი
6-04-2022, 00:50
"პარი სენ ჟერმენის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟერომ როტენმა გუნდის თავდამსხმელის, კილიან მბაპეს "რეალში" ტრანსფერის შანსები შეაფასა.
"ჩემი ინფორმაციით, კილიან მბაპესა და "პსჟ"-ს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა", - ციტირებს ვეტერანი ფრანგის სიტყვებს RMC.
"მისი წასვლის ალბათობა აგვისტოში 99%-ს აღწევდა. ახლა კი სიტუაცია იმდენად გაუმჯობესდა, რომ შანსები 65%-ს შეადგენს. აგრეთვე, როგორც გავიგე, სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს".
"იმ მოსაზრებების თანახმად, რაც მე მოვისმინე, ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" დაპირისპირებაში წარმატებამ შესაძლოა პარიზელთა სასარგებლოდ ითამაშოს", - დასძინა როტენმა,
მოგეხსენებათ, 23 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავს "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება და ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარს აცხადებს, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მაინც.
კომენტარები