მბაპე პსჟ-ში კმაყოფილია და შესაძლოა "რეალში" გადასვლა გადაიფიქროს
ახალი ამბები / ფეხბურთი
10-01-2022, 01:14
„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე კლუბთან კონტრაქტის განახლებას განიხილავს. ამის შესახებ Le Parisien-ი იტყობინება.
გასულ ზაფხულს 23 წლის ფეხბურთელი მადრიდის „რეალში“ ტრანსფერ აქტიურად ითხოვდა და მიზანთან ახლოსაც იყო, მაგრამ შესაძლოა, განზრახვაზე უარი თქვას და პარიზში დარჩეს. წყაროს თანახმად, ფეხბურთელი პსჟ-ში თავისი მდგომარეობით კმაყოფილია და შესაძლოა კონტრაქტი გაახანგრძლივოს.
შეგახსენებთ, კილიან მბაპე პსჟ-ში 2017 წლიდან თამაშობს და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 შეხვედრაში 18 გოლის გატანა მოახერხა. ფრანგ შემტევს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.
კომენტარები