მაკრონი და სარკოზი მბაპეს პსჟ-ში დარჩენისკენ მოუწოდებენ, მაგრამ მას გული "რეალისკენ" მიუწევს
ახალი ამბები / ფეხბურთი
18-02-2022, 00:54
თავდამსხმელ კილიან მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და "რეალში" გადასვლა სურს, მაგრამ პარიზული კლუბი მის შენარჩუნებას ცდილობს.
სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" ნამატჩევს (1:0) ყატარის ემირის ტამიმ ბინ ჰამადუ ალ ტანის წარმომადგენლები მბაპეს ოჯახის წევრებს შეხვდნენ და კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზეს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ექსპრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ კილიანს მოუწოდეს, "პარი სენ ჟერმენში" დარჩეს.
"პარიზიენის" ცნობით, პსჟ-ის პრეზიდენტი ნასერ ელ-ჰელაიფი ფეხბურთელს ხელშეკრულების გაგრძელების სანაცვლოდ წლიურ გასამრჯელოდ 45 მილიონ ევროს დაჰპირდა, მაგრამ ვერ დაიყოლია. ცნობისათვის, "რეალი" 50 მილიონს ჰპირდება და თუ დათანხმდა,
მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა კი განაცხადა, რომ მბაპეს "რეალში" გადასვლა საუკეთესო სიახლე იქნება, რაც შეიძლება ესპანურ ფეხბურთში მოხდეს.
კომენტარები