BILD: მბაპე და რეალი შეთანხმდნენ! ფრანგი კოლოსალურ ხელფასს მიიღებს

BILD: მბაპე და რეალი შეთანხმდნენ! ფრანგი კოლოსალურ ხელფასს მიიღებს

ახალი ამბები / ფეხბურთი
8-02-2022, 01:04



ამ ტრანსფერს მთელი საფეხბურთო სამყარო ელოდება და როგორც ჩანს, გადაწყვეტილია.

გერმანული ტაბლოიდის, “ბილდის” ექსკლუზიური ინფორმაციით, კილიან მბაპე და მადრიდის რეალი ყველაფერზე შეთანხმდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, 23 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავი მადრიდულ გრანდში უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

“ბილდი” გარიგების სხვა დეტალებზეც წერს: კილიან მბაპე მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, ფრანგის ხელფასი მადრიდულ გრანდში წელიწადში დაახლოებით 50 მილიონი ევრო იქნება. ამით ის გადაასწრებს ამჟამინდელ თანაგუნდელ ლიონელ მესის, რომელიც პარი სენ-ჟერმენში წელიწადში დაახლოებით 40 მილიონ ევროს იღებს.

მბაპეს და რეალის შეთანხმების ამბავი ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პსჟ სწორედ რეალს ეთამაშება.


კომენტარები
'ახლა რეალის დამარცხება მსურს, მერე ვნახოთ' - მბაპე ლიგაზე და საკუთარ მომავალზე
'ახლა რეალის დამარცხება მსურს, მერე ვნახოთ' -...
8-02-2022, 00:58
ზიდანი და რონალდუ „პსჟ“-ში, მბაპე „რეალში“
ზიდანი და რონალდუ „პსჟ“-ში, მბაპე „რეალში“...
8-02-2022, 00:53
რონალდო: "ფეხბურთის ვარსკვლავები მეტ ფულს იმსახურებენ"
რონალდო: "ფეხბურთის ვარსკვლავები მეტ ფულს...
6-02-2022, 15:30
სეზონში 50 მილიონი - "რეალი" მბაპეს უდიდეს ხელფასს ჰპირდება
სეზონში 50 მილიონი - "რეალი" მბაპეს უდიდეს...
1-02-2022, 00:56
მბაპე პსჟ-ში კმაყოფილია და შესაძლოა "რეალში" გადასვლა გადაიფიქროს
მბაპე პსჟ-ში კმაყოფილია და შესაძლოა "რეალში"...
10-01-2022, 01:14
მბაპეს მამის კატეგორიული მოთხოვნა მადრიდის „რეალს“
მბაპეს მამის კატეგორიული მოთხოვნა მადრიდის „რეალს“...
3-01-2022, 01:07
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно