'ახლა რეალის დამარცხება მსურს, მერე ვნახოთ' - მბაპე ლიგაზე და საკუთარ მომავალზე

'ახლა რეალის დამარცხება მსურს, მერე ვნახოთ' - მბაპე ლიგაზე და საკუთარ მომავალზე

ახალი ამბები / ფეხბურთი
8-02-2022, 00:58



პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელმა კილიან მბაპემ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, თუ სად გააგრძელებს საფეხბურთო კარიერას.

როგორც 23 წლის ფეხბურთელმა თქვა, შეიძლება, მის გადაწყვეტილებაზე გავლენა პსჟ-სა და მადრიდის რეალის მოახლოებულმა შეხვედრამ იქონიოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არც ესპანურ გრანდში გადასვლას გამორიცხავს და არც პარიზულ გუნდში დარჩენას.

"ჩემი კარიერის მომავლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის რეალთან მატჩებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ გადაწყვეტილებაზე. თუმცა, ახლა ტრანსფერზე არ ვფიქრობ, სხვა კლუბებთან მოლაპარაკებაც რომ შემეძლოს, ეს განზრახვა არ მაქვს. ამჟამად მხოლოდ რეალის დამარცხებაზე ვფიქრობ, მერე კი ვნახოთ რა მოხდება", - თქვა მბაპემ "ეკიპთან" საუბარში.
კილიან მბაპეს ოცნება რეალში თამაშია, პსჟ-სთან კონტრაქტი კი ეწურება
კილიან მბაპეს ოცნება რეალში თამაშია, პსჟ-სთან კონტრაქტი კი ეწურება
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება და მხარეებმა მის განახლებაზე შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს. ფრანგი ფეხბურთელის ოცნება მადრიდის რეალში თამაშია და გასულ ზაფხულს "სამეფო კლუბში" ტრანსფერთან ახლოსაც იყო, მაგრამ გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა.

კილიანსა და პსჟ-ს რეალის წინააღმდეგ თამაში ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მოუწევთ. ეს გუნდები ერთმანეთს 15 თებერვალსა და 9 მარტს შეხვდებიან.


კომენტარები
BILD: მბაპე და რეალი შეთანხმდნენ! ფრანგი კოლოსალურ ხელფასს მიიღებს
BILD: მბაპე და რეალი შეთანხმდნენ! ფრანგი...
8-02-2022, 01:04
რონალდო: "ფეხბურთის ვარსკვლავები მეტ ფულს იმსახურებენ"
რონალდო: "ფეხბურთის ვარსკვლავები მეტ ფულს...
6-02-2022, 15:30
"მინდა ექსკლუზიური ინფორმაცია მოგაწოდოთ..." - "ბარსას" ყოფილი პრეზიდენტი Marca-ს ესაუბრა
"მინდა ექსკლუზიური ინფორმაცია მოგაწოდოთ..." -...
3-02-2022, 00:45
სეზონში 50 მილიონი - "რეალი" მბაპეს უდიდეს ხელფასს ჰპირდება
სეზონში 50 მილიონი - "რეალი" მბაპეს უდიდეს...
1-02-2022, 00:56
მისია: პრემიერ ლიგის დომინირების შეწყვეტა - რეალს საამისოდ ორი ტრანსფერი სჭირდება
მისია: პრემიერ ლიგის დომინირების შეწყვეტა - რეალს...
26-01-2022, 00:51
მბაპე პსჟ-ში კმაყოფილია და შესაძლოა "რეალში" გადასვლა გადაიფიქროს
მბაპე პსჟ-ში კმაყოფილია და შესაძლოა "რეალში"...
10-01-2022, 01:14
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно