შევჩენკო რუს ოლიგარქთან მეგობრობის გამო არ დანიშნეს პოლონეთის ნაკრების მწვრთნელად

შევჩენკო რუს ოლიგარქთან მეგობრობის გამო არ დანიშნეს პოლონეთის ნაკრების მწვრთნელად

ახალი ამბები / საქართველო
30-01-2022, 00:56



15 დეკემბერს "ჯენოამ" მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო გადააყენა, მაგრამ კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს, ამიტომ ხელშეკრულება ვერ გაუწყვიტა და ხელფასს დღემდე უხდის. შევჩენკოს პოლონეთის ნაკრების თავკაცობა შესთავაზეს და ეს საკითხი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ზემოთ აღნიშნული პრობლემის გამო მისი დანიშვნა ვერ მოხერხდა. Przeglad Sportowy კი ირწმუნება, რომ მთავარი მიზეზი იმისა, რომ უკრაინელი პოლონელთა ეროვნულ გუნდს ვერ ჩაუდგება სათავეში, მისი "ჩელსის" მფლობელ რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩთან მეგობრობაა.

პოლონეთი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში რუსეთს შეხვდება და გამოცემის მტკიცებით, პოლონური მხარე

შევჩენკოს აბრამოვიჩთან ახლო ურთიერთობამ დააფიქრა.

პოლონეთის ნაკრებს მისი ყოფილი მწვრთნელი ადამ ნავალკა ჩაიბარებს. 64 წლის ნავალკასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია, მას წლის ბოლომდე გაუფორმებენ კონტრაქტს და ამის შესახებ ოფიციალურად ორშაბათს გამოაცხადებენ.

ნავალკას ყოველთვიური ხელფასი 43 ათასი იქნება, ხოლო თუ გუნდი მუნდიალზე გაიყვანა, ბონუსებსაც მიიღებს.

ნავალკა პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი 2013-2018 წლებში იყო და გუნდი მისი ხელმძღვანელობით ევრო 2016-ზე დ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა. 2018 წლის მუნდიალზე პოლონეთი ჯგუფში ჩარჩა და ნავალკა გადადგა.


კომენტარები
9-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, შევჩენკო ჯენოასგან მიიღებს 20 მილიონს და წავა
9-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, შევჩენკო...
14-01-2022, 01:26
კანავარომ პოლონეთის ნაკრების მწვრთნელობა არ ისურვა
კანავარომ პოლონეთის ნაკრების მწვრთნელობა არ ისურვა...
12-01-2022, 01:23
შევჩენკოს "მილანთან" მატჩამდე არ გადააყენებენ
შევჩენკოს "მილანთან" მატჩამდე არ გადააყენებენ...
11-01-2022, 00:56
პოჩეტინიო "მანჩესტერს" ჩაუდგება სათავეში
პოჩეტინიო "მანჩესტერს" ჩაუდგება სათავეში...
9-01-2022, 01:05
ფაბიო კანავარომ შესაძლოა ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის ნაკრები ჩაიბაროს
ფაბიო კანავარომ შესაძლოა ერთ-ერთი ევროპული...
1-01-2022, 20:04
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно