ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიმეორა რეკორდი, რომელიც ამ საუკუნეში მხოლოდ რონალდუს ჰქონდა დამყარებული
ახალი ამბები / ფეხბურთი
10-01-2022, 01:20
სერია ა-ს 21-ე ტურში „მილანმა“ „ვენეცია“ 3:0 სტუმრად გაანადგურა.
„როსონერის“ ერთ-ერთი გოლი (პირველი) ამ შეხვედრაში 40 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა, რომელმაც რაფაელ ლეაუს საგოლე გადაცემით იხეირა.
„ვენეცია“ ევროპის ტოპ-4 ლიგებში მე-80 გუნდი გახდა, რომელმაც შვედი ფეხბურთელისგან გოლი გაუშვა.
მიმდინარე საუკუნეში მსგავსი მიღწევა მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს ჰქონდა, რომელიც ამჟამად „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობს - საინტერესოა, რომ პორტუგალიელმაც ეს რეკორდი სულ ახლახანს, 30 დეკემბერს „ბარნლის“ წინააღმდეგ დაამყარა.
ევროპის ტოპ-4 ლიგებში ზლატანი პრემიერ ლიგაში „მან.იუნაიტედის" რიგებში თამაშობდა, ლა ლიგაში - „ბარსელონაში", სერია ა-ში, „ინტერში", „იუვენტუსში" და „მილანში", ლიგა 1-ში კი „პსჟ-ში".
კომენტარები