"რეალმა" ახალი წელი მოულოდნელი მარცხით დაიწყო
ახალი ამბები / ფეხბურთი
3-01-2022, 01:03
ლა ლიგის მე-20 ტურში „რეალი“ გასვლაზე 0:1 დამარცხდა გასავარდ ზონასთან მყოფ „ხეტაფესთან“.
„ხეტაფემ“ „სამეფო გუნდს“ 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია და ამით შეწყდა ყველა ტურნირზე მადრიდელთა 15-მატჩიანი წაუგებელი სერია.
გოლი დებიუტში თურქმა თავდამსხმელმა ენეს უნალმა გაიტანა. ის „ხეტაფეს“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 2018 წლის მერე „რეალის“ კარი დალაშქრა.
„რეალი“ 46 ქულით ლიდერია და 9 იანვარს „ვალენსიას“ უმასპინძლებს. კიკე სანჩეს ფლორესის გუნდი კი ჩემპიონატზე 7 ნოემბრის შემდეგ დაუმარცხებელია, 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 18 ქულით მე-16 ადგილზეა და 9 იანვარს სტუმრად „სევილიას“
დაუპირისპირდება.
ხეტაფე. „ალფონსო პერესი“. 11 890 მაყურებელი
ხეტაფე - რეალი 1:0
გოლი: უნალი (9)
კომენტარები