The Athletic: ახალგაზრდა გუნდელებს რონალდუსთან ურთიერთობა უჭირთ
ახალი ამბები / ფეხბურთი
23-01-2022, 01:13
The Athletic-ის ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ გასახდელში მდგომარეობა არც ისე იდეალურია. კრიშტიანუ რონალდუს გუნდელებთან სრულყოფილი ურთიერთობა არ აქვს.
წყარო წერს, რომ რონალდუს რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშესთან ურთიერთობა უჭირს. ისინი კრიშტიანუს ვერ უგებენ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ გუნდის გაერთიანების საკითხში რონალდუს ედინსონ კავანიც კი ჯობნის, რომელიც ინგლისურად თითქმის ვერ საუბრობს.
ზოგიერთო წყარო აღნიშნავს, რომ კრიშტიანუს კარგი ურთიერთობა მხოლოდ თანამემამულე დიეგო დალოსთან და ბრუნო ფერნანდეშთან აქვს, რამაც გუნდი რამდენიმე ნაწილად დაყო და გასახდელმა ერთიანობა დაკარგა.
გარდა ამისა, რამდენიმე ფეხბურთელს რონალდუს სიტყვები არ მოეწონა, როცა მან აღნიშნა, რომ ახალგაზრდები კრიტიკას კარგად არ იღებენ.
რონალდუმ შესაძლოა ზაფხულში გუნდი დატოვოს
ესპანური AS-ი წერს, რომ 2022 წლის ზაფხულში კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებს და ეს გარკვეული გარემოებების გამო მოხდება.
წყაროს ცნობით, 36 წლის პორტუგალიელი შეიცვლის კლუბს, თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა, რადგან მას სურს გაიმეოროს ან მოხსნას „რეალის“ ლეგენდის ფრანცისკო ხენტოს რეკორდი, რომელიც დღემდე ერთადერთია, ვინც ამ ტურნირის მოგება 6-ჯერ შეძლო.
კომენტარები