შესანიშნავი სიახლე რონალდუს შესახებ - ინფორმაცია უკვე დადასტურებულია!
ახალი ამბები / ფეხბურთი
6-04-2022, 00:11
"მანჩესტერ იუნაიტედს" საშინელი სეზონი გამოსდის, კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნება კი ისეთი ვერ გამოდის, როგორც თავად ისურვებდა.
გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან უკვე გამოვარდა, ერთადერთი საზრუნავი კი პრემიერ ლიგის ოთხეულში მოხვედრაა.
უკანასკნელ ტურში, "იუნაიტედმა" საშინაო კედლებში "ლესტერს" ვერ მოუგო. მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო კრიშტიანუ რონალდუმ.
რალფ რანგნიკმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ თავს ცუდად გრძნობდა და ვარჯიში ვერ მოახერხა, რის შედეგადაც გუნდს გამოაკლდა.
უახლესი ინფორმაციით, რონალდუ უკვე კარგად არის და მან უკანასკნელ სავარჯიშო სესიაზე სრული დატვირთვით ივარჯიშა.
პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი "მანჩესტერს" დაუბრუნდა და მომდევნო მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია.
კომენტარები