რონალდუმ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

რონალდუმ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ახალი ამბები / ფეხბურთი
16-02-2022, 00:56



“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ესპანური გამოცემა “ასი” იუწყება, 37 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის ბოლოს “ოლდ ტრაფორდის” დატოვებას არ აპირებს. რონალდუს გუნდის მთავარ მწვრთნელ რალფ რანგნიკთან ცუდი ურთიერთობა აქვს. როგორც უცხოურ პრესაში იწერება, კრიშტიანუ თვლის, რომ გერმანელი სპეციალისტის სამწვრთნელო დონე “მანჩესტერ იუნაიტედის” სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. მიუხედავად ამისა, რონალდუ “წითელი ეშმაკების” დატოვებას არ აპირებს. მისი ოჯახი მანჩესტერში ცხოვრებით კმაყოფილია და იქიდან გადაბარგება არ სურს.

შეგახსენებთ, რომ მიჯრით ექვსი მატჩია, კრიშტიანუ რონალდუს გოლი არ გაუტანია. პორტუგალიელმა უკანასკნელად ბურთი გასული წლის 30 დეკემბერს მიითვალა, როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედმა” ინგლისის პრემიერლიგის მეოცე ტურში “ბარნლი” ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მიმდიანრე სეზონში რონალდუმ 27 შეხვედრა ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.


კომენტარები
"მანჩესტერის კრიზისში რონალდუს ბრალი ყველაზე ნაკლებად მიუძღვის", - ინსი
"მანჩესტერის კრიზისში რონალდუს ბრალი ყველაზე...
15-02-2022, 01:15
რონალდუს შვილი მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა და ისიც 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
რონალდუს შვილი მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა და...
12-02-2022, 01:10
კავანიმ კარიერა შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელოს — ფაბრიციო რომანო
კავანიმ კარიერა შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონატში...
3-02-2022, 00:53
რონალდუ: "ჩემი უფროსი ვაჟი გამუდმებით მეკითხება, როდის ექნება მობილური ტელეფონი"
რონალდუ: "ჩემი უფროსი ვაჟი გამუდმებით მეკითხება,...
29-01-2022, 01:19
The Athletic: ახალგაზრდა გუნდელებს რონალდუსთან ურთიერთობა უჭირთ
The Athletic: ახალგაზრდა გუნდელებს რონალდუსთან...
23-01-2022, 01:13
რონალდო მიდის? ცნობილია მიზეზი, რა შემთხვევაშიც პორტუგალიელი "იუნაიტედიდან" წავა
რონალდო მიდის? ცნობილია მიზეზი, რა შემთხვევაშიც...
8-01-2022, 01:14
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно