"მიდლსბროს" მცველი: "რონალდუ იმდენად ლამაზი იყო, რომ ყალბი მეგონა"
ახალი ამბები / ფეხბურთი
6-02-2022, 15:36
"მანჩესტერ იუნაიტედთან" პენალტების სერიაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, დაელ ფრაიმ მედიასთან კრიშტიან რონალდუს შესახებ ისაუბრა.
"მიდლსბროს" ცენტრალური მცველის თქმით, ის ვერც კი ბედავდა პორტუგალიელის ყურებას და ის ნამდვილი არ ეგონა.
"რონალდუსთვის არაფერი მითქვამს. გულახდილად გეტყვით, მე მის ყურებასაც კი ვერ ვბედავდი! თუმცა, როდესაც მას შევხედე, ის ყალბი მეგონა, ხვდებით რას ვამბობ?
ის რეალური ცხოვრებაში ძალიან ლამაზია და მე გაკვირვებული ვიყავი. კარგი თამაში გამოვიდა, ძალიან ვისიამოვნე, ამის აღწერა არ შემიძლია.
ასეთი დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში და გამარჯვება ფანტასტიკური გრძნობაა", - განაცხადა ფრაიმ BBC-სთან.
კომენტარები