ძიძას ვუთხარი, ვეღარ მოხვალ, თუ არ აიცრები-მეთქი, მან კი..”, -

ძიძას ვუთხარი, ვეღარ მოხვალ, თუ არ აიცრები-მეთქი, მან კი..”, -

პოლიტიკა
24-01-2022, 19:02



ტელეწამყვანი ვიკა ბუკია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ადამიანებს ვაქცინაციისკენ და წერს: 

,,ბუბის ყოფილი ძიძა უკიდურესად წინააღმდეგო იყო აცრის. ბოლოს ვუთხარი, ვეღარ მოხვალ ჩვენთან-მეთქი და მაინც უარზე იყო, კატეგორიულ უარზე. და მაინც, ქეთინოს გარდაცვალების ამბავი როცა გავიგე, საკუთარ თავს ვადანაშაულებდი. არ ვიცი, რაღაც უნდა მექნა-მეთქი და მაშინ ვთქვი, რომ ყველა ხერხს და ღონეს მივმართავ, როცა ვნახავ, რისკჯგუფის მქონე ადამიანი არ იცრება. 

აი, როგორც აუცილებლად შევაშველებდი ხელს ადამიანს, რომელიც მტკვარში ხტება, ასე შევეშველები-მეთქი ჩემი სიტყვებით და მოქმედებებით. მაგრამ მაინც ვერაფერს ვაკეთებ. აი, ვუყურებ ჩემ გარშემო გაჯიუტებულ ადამიანებს და თითქოს ისინი მართლა მტკვარში ხტებიან და მე ვუყურებ. არც ერთი სიტყვა და არც ერთი შეგონება არ ჭრის. ექიმ თინა თოფურიასი სჯერათ და არა ჟურნალისტის. ომიკრონმა მთლად შეურყია ხალხს რწმენა. ვერ იგებენ, რომ აცრა არ იცავს ვირუსისგან ყოველთვის, მაგრამ დანამდვილებით იცავს სიკვდილისგან. და ნებისმიერი ჰოსპიტლის რეანიმაციული განყოფილების თანამშრომელი გეტყვით: იქ ვინც წევს, ყველა აუცრელია. ყველა! 
კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ვერ დაარწმუნეს”.


კომენტარები
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно