ფუტსალი ევრო 2022 - ავთანდილ ასათიანი სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე

ფუტსალი ევრო 2022 - ავთანდილ ასათიანი სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე

ახალი ამბები
18-01-2022, 00:58



საქართველოს ფუტსალის ნაკრები 19 იანვარს ნიდერლანდებში მიემგზავრება, სადაც არსებობის ისტორიაში პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩებს საქართველოს ნაკრები გრონინგენში გამართავს. ჯგუფურ ეტაპზე ავთანდილ ასათიანის გუნდი აზერბაიჯანს, ბოსნია-ჰერცეგოვინას და ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩები 22, 26 და 29 იანვარს გაიმართება.

ევროპის მთავარ სანაკრებო ფორუმზე წასვლამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა გუნდთან ერთად გავლილი გზა გაიხსენა და თავისი გუნდის მიზნების შესახებ ისაუბრა.

ავთანდილ ასათიანი: „ამდენი წელია ამ სპორტში ვარ და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჩემი ნატვრა იყო. ეს მომენტი რომ ახლოვდება,
რა თქმა უნდა, პულსაცია იმატებს. სასწაული გრძნობაა და ბევრჯერ მითქვამს, რომ ყველას მინდა გავუზიარო და მოვუყვე რასაც ვგრძნობ. ამასთან ერთად, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ქვეყანას კონტინენტის ყველაზე მაგარ ტურნირზე წარმოადგენ და პირველ რიგში, სიამაყის გრძნობა გეუფლება.

გადამწყვეტი მომენტი

როდესაც მწვრთნელი ხარ ბევრ რამეს გრძნობ. იმასაც გრძნობ, როდესაც თამაში წაგებულია, მაგრამ მაინც ბოლომდე იბრძვი. გადამწყვეტი იყო ის ეტაპი, როდესაც პლეი ოფში გავედით და რუმინეთის ნაკრებთან გვქონდა სასწაული თამაში, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ. სწორედ მაგ წაგებამ დაგვანახა, რომ გვაქვს რესურსი და შეგვიძლია ვითამაშოთ იქ, სადაც მოვხვდით. ამიტომ, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი. მართალია ვერ გავედით, მაგრამ გავაკეთეთ სწორი ანალიზი. დიდი როლი ითამაშა ფეხბურთის ფედერაციამ, რადგან ის მოთხოვნილებები, რაც მწვრთნელებს გვქონდა, შეგვისრულეს და რეალობად ვაქციეთ ჩვენი მიზანი.

მარცხის შიში

როდესაც ნაკრების მწვრთნელად დავინიშნე ფუტსალს ძალიან რთული პერიოდი ედგა. ეს სპორტი თითქმის არავინ იცოდა და სულ წაგებები გვქონდა. სწორედ ამ წაგებებით გადავლახეთ მარცხის შიში და კომპლექსი, წნეხი მოგვეხსნა. დავიწყეთ სხვა ეტაპზე გადასვლა. ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო, რომ ეს ყველაფერი შენარჩუნდეს და მოგება სენსაციად აღარ ჩაითვალოს.

ევროპის ჩემპიონატის საგზური

ვფიქრობ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა საფრანგეთში პირველმა გასვლამ მოგვიტანა - ფრე 4:4, რომელიც ყველას ახსოვს და მოპოვებული ქულა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სულ ვეუბნებოდი ბიჭებს, რომ საფრანგეთში არ წაგება ბოლო ტურში ევროპის ჩემპიონატისთვის ბრძოლის შანსს მოგვიტანდა. ფინალამდე მისვლა ვისწავლეთ და სწორედ იმ ქულამ მიგვიყვანა გადამწყვეტ მატჩამდე თბილისში.


კომენტარები
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ტაჯიკეთი გაანადგურა
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ტაჯიკეთი გაანადგურა...
17-01-2022, 00:55
ფუტსალის ნაკრების ვარჯიში თბილისის სპორტის სასახლეში
ფუტსალის ნაკრების ვარჯიში თბილისის სპორტის...
15-01-2022, 00:46
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно