ფუტსალის ნაკრების ვარჯიში თბილისის სპორტის სასახლეში

ფუტსალის ნაკრების ვარჯიში თბილისის სპორტის სასახლეში

ახალი ამბები
15-01-2022, 00:46



საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე თბილისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი თბილისის სპორტის სასახლეში ტაჯიკეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრები მატჩებისთვის მოსამზადებლად უკვე სამი დღეა საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება და 14 იანვარს თამაშამდე ბოლო ვარჯიში გამართა. უახლოესი შეხვედრებისთვის გუნდი 17 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)

წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო,
პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი,თბილისი,საქართველო), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი,თბილისი,საქართველო), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი)

15-16 იანვარი - თბილისის სპორტის სასახლე
საქართველო - ტაჯიკეთი

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ძალიან მნიშვნელოვანია პირველი თამაში ნებისმიერ ტურნირზე და მით უმეტეს ევროპის ჩემპიონატზე. მღელვარება იქნება რაც არ უნდა ვისაუბროთ, რადგან დიდი პასუხისმგებლობაა. ვეცდებით, მაქსიმალურს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის. ვფიქრობ, მზად ვართ ჩავერთოთ ჩვენთვის ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე. ამხანაგური თამაშები სწორედ მოსამზადებელი ეტაპის დასკვნითი ფაზაა. სასიამოვნოა, რომ სპორტის სასახლეში ვითამაშებთ და რეგულაციების დაცვით გარკვეული რაოდენობის გულშემატკივარს ჩვენი გუნდის ქომაგობის შესაძლებლობა ექნება".

ირაკლი თოდუა (საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრი): "ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების აქტიურ ფაზაში ვართ. ერთი კვირაა პირველ თამაშამდე, ყველა დეტალი, ტაქტიკური იქნება თუ ტექნიკური, უკვე გავიარეთ. მომდევნო ორი ამხანაგური თამაში ერთგვარი გენერალური რეპეტიცია იქნება ჩვენი ნაკრებისთვის".

თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს და ტაჯიკეთის მატჩი 18 საათზე დაიწყება. ორივე ამხანაგურ თამაშზე დასწრება თავისუფალია.

ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით თამაშებზე დარბაზის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება. მატჩებზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. დასწრება თავისუფალია.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე არსებობის ისტორიაში პირველად იასპარეზებს. კონტინენტის პირველობა 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ნიდერლანდებში გაიმართება. ავთანდილ ასათანის გუნდი პირველ მატჩს 22 იანვარს აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამართავს.



კომენტარები
საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევისთვის ემზადება
საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის...
1-01-2022, 20:03
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно