რა რეაქცია ჰქონდა მესის, როცა გაიგო, რომ "რეალთან" თამაში მოუწევდა

რა რეაქცია ჰქონდა მესის, როცა გაიგო, რომ "რეალთან" თამაში მოუწევდა

ახალი ამბები / ფეხბურთი
10-02-2022, 13:22



ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა, რომელიც გასული წლის დეკემბერში ჩატარდა, ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ - წილისყრისას დაშვებულმა შეცდომებმა მისი პირველადი შედეგები გააუქმა და წილისყრის ხელმეორედ ჩატარება გახდა საჭირო.

თუ ABC-ს ვენდობით, თავიდან ჩატარებული პროცედურის შედეგებით ყველაზე კმაყოფილნი "პარი სენ ჟერმენში" დარჩნენ, რადგან მათ მადრიდის "რეალთან" შეხვედრა
გაუხარდათ.

წყაროს თანახმად, ფეხბურთელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მოხარული ლიონელ მესი გახლდათ.

პარიზელთა ბანაკში არსებულ თვითრწმენას მათთან მესის ყოფნა და კილიან მბაპეს აღმავალი ფორმა ზრდის. ბუნებრივია, წილისყრის შედეგებზე ლეოს რეაქციამაც ამ
პროცესს მხოლოდ ხელი შეუწყო.

ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელის მოტივაციაზე მოქმედებს ისიც, რომ მიმდინარე სეზონს ის თავისთვის მეხუთე ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად საუკეთესო
შესაძლებლობად მიიჩნევს.

ცნობისთვის, "პსჟ" - "რეალის" მერვედფინალური ჯახის პირველი მატჩი სამშაბათს, 15 თებერვალს, 23:55 საათზე დაიწყება.


კომენტარები
"ჩვენ მათ გადავუვლით" - რა ხდება პარიზელთა გასახდელში "რეალთან" მატჩამდე
"ჩვენ მათ გადავუვლით" - რა ხდება პარიზელთა...
10-02-2022, 13:24
ვის გულშემატკივრობს "ადამიანი-ობობა"? — ტომ ჰოლანდმა ბარსელონასა და რეალს შორის არჩევანი გააკეთა
ვის გულშემატკივრობს "ადამიანი-ობობა"? — ტომ...
9-02-2022, 22:09
BILD: მბაპე და რეალი შეთანხმდნენ! ფრანგი კოლოსალურ ხელფასს მიიღებს
BILD: მბაპე და რეალი შეთანხმდნენ! ფრანგი...
8-02-2022, 01:04
რეალთან თამაში რომ არა, ზიდანი უკვე პსჟ-ს მწვრთნელი იქნებოდა
რეალთან თამაში რომ არა, ზიდანი უკვე პსჟ-ს...
8-02-2022, 01:02
'ახლა რეალის დამარცხება მსურს, მერე ვნახოთ' - მბაპე ლიგაზე და საკუთარ მომავალზე
'ახლა რეალის დამარცხება მსურს, მერე ვნახოთ' -...
8-02-2022, 00:58
მესის გეგმები 2022 წელს - არგენტინელი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სეზონის წინ
მესის გეგმები 2022 წელს - არგენტინელი კარიერის...
6-01-2022, 01:20
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно