
ვის გულშემატკივრობს "ადამიანი-ობობა"? — ტომ ჰოლანდმა ბარსელონასა და რეალს შორის არჩევანი გააკეთა
ახალი ამბები / ფეხბურთი
9-02-2022, 22:09
ბრიტანელმა მსახიობმა, ტომ ჰოლანდმა, რომელმაც სახელი "ადამიანი-ობობას" როლით გაითქვა, "ბარსელონასა" და "რეალს" შორის არჩევანი გააკეთა.
25 წლის მსახიობმა განაცხადა, რომ კატალონიურ გრანდს გულშემატკივრობს და ლიონელ მესის გულშემატკივარია, რომელიც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ლეგენდაა, მაგრამ ზაფხულში კლუბიდან წავიდა.
"ბოდიშით, მაგრამ "ბარსას" ვგულშემატკივრობ. მესის ვაღმერთებ, ჩემთვის ის ეტალონია", - ციტირებს ჰოლანდის სიტყვებს El Pais-ი.
შეგახსენებთ, 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი მიმდინარე სეზონის დაწყების წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით "პარი სენ ჟერმენში" გადავიდა.
მიმდინარე სეზონში მესიმ ყველა ტურნირზე ერთად პარიზელთა რიგებში 19 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასი გააკეთა.
კომენტარები