"ჩვენ მათ გადავუვლით" - რა ხდება პარიზელთა გასახდელში "რეალთან" მატჩამდე
ახალი ამბები / საქართველო
10-02-2022, 13:24
რამდენიმე დღეში მადრიდის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის ცენტრალურ დაპირისპირებას ვიხილავთ, სადაც ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და "პარი-სენჟერმენი" შეხვდებიან.
აღნიშნული მატჩს, როგორც ქომაგები, ისე თავად ფეხბურთელები დიდი მოლოდინით ელიან. "ABC Deporte"-ს თქმით, პარიზელთა მოთამაშეები დარწმუნებული არიან, რომ ისინი "ბლანკოსს" დაამარცხებენ.
ამავე წყაროს ცნობით, გასახდელში მუდამ ისმის შეძახილები "ჩვენ მათ გადავუვლით". განსაკუთრებით ბედნიერი კი ლეო მესია, რომელსაც სჯერა, რომ "რეალთან" წარმატების მიღწევით, ბოლოდროინდელ წარმატებებს საზოგადეოებას მცირედით დაავიწყებს.
მადრიდელთა ყოფილი კაპიტანი სერხიო რამოსი კი თანაგუნდელების ასეთი შემართებით გაკვირვებულია, რადგან "პსჟ"-ს მეტოქე ჩემპიონთა ლიგის 13 გზის
გამარჯვებულია.
აღნიშნული წყარო დიდად სანდო არ არის, თუმცა ფაქტია, მედიაში ასეთი ტიპის ჭორები გავრცელდა.
კომენტარები