რამოსმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს
ახალი ამბები / ფეხბურთი
8-02-2022, 00:57
Le Parisien-ის ინფორმაციის თანახმად, პარი სენ-ჟერმენის ცენტრალურ მცველს, სერხიო რამოსს შესაძლოა, კარიერის დასრულება ნაადრევად მოუხდეს. ამის მიზეზი 35 წლის ესპანელი ფეხბურთელის ხშირი ტრავმიანობაა.
16-წლიანი მადრიდული კარიერის დასრულების შემდეგ (სერხიო და მადრიდული კლუბი ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ), რამოსმა ფეხბურთის თამაში საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გადაწყვიტა და პსჟ-ს სრულიად უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
სერხიომ პარიზული კლუბის მაისურა სულ 5-ჯერ მოირგო და აქედან მხოლოდ 2 შემთხვევაში ითამაშა 90 წუთი. ესპანელი ახლაც ტრავმირებულია და დიდი შანსია, მადრიდის რეალთან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ორივე დაპირისპირება გამოტოვოს.
სერხიოს პრობლემები პარიზში გადასვლის შემდეგ არ დაწყებია. მას კუნთი გასულ სეზონშიც აწუხებდა, რის გამოც "სამეფო კლუბს" სეზონის დიდ ნაწილში ვერ დაეხმარა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერხიო რამოსს იგივე პრობლემა აწუხებს, თუმცა ამჯერად მეორე ფეხზე. პარიზში ვარაუდობენ, რომ ასაკის გამო რამოსის კუნთები დატვირთვებს ვეღარ უძლებს და ამის გამო ხშირად უზიანდება.
კომენტარები