უმძიმესი ტრაგედია გორში 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გამწვავების შედეგად გარდაიცვალა

უმძიმესი ტრაგედია გორში 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გამწვავების შედეგად გარდაიცვალა

პოლიტიკა
18-05-2023, 00:53



გორ­ში, 4 წლის თომა წი­ქა­რი­ძე, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩუ­ტყვა­ვი­ლას გამ­წვა­ვე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. მცი­რე­წლო­ვა­ნის ოჯა­ხი და ახ­ლობ­ლე­ბი მომ­ხდარ­ში ექი­მებს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ პე­დი­ატ­რის არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რო­ბამ ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბა გა­მო­იწ­ვია, რაც, შემ­დგომ, ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გით დას­რულ­და.

გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭუ­ნას ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, 4 წლის ბავ­შვს ექი­მის მხრი­დან არას­წო­რი მარ­თვის გამო სეფ­სი­სი გა­ნუ­ვი­თარ­და, რაც გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გახ­და.

"თავ­და­პირ­ვე­ლად, ბავ­შვს და­ე­წყო კან­ზე გა­მო­ნა­ყა­რი, დედა ტე­ლე­ფო­ნით და­უ­კავ­შირ­და "გორ­მე­დის“ პე­დი­ატრს, ნი­ნი­აშ­ვილს, თუმ­ცა, მან ურ­ჩია, რომ ბავ­შვი გა­რეთ არ გა­ეყ­ვა­ნათ და შინ ემ­კურ­ნა­ლათ მისი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით. რამ­დე­ნი­მე დღე­ში, როცა გა­მო­ნა­ყარს მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რაც და­ერ­თო, ბავ­შვის დე­დამ კვლავ და­უ­რე­კა ექიმს, რო­მელ­მაც ისევ მის­ცა რე­კო­მენ­და­ცია, რომ მკურ­ნა­ლო­ბა შინ გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ და რა­ღაც მა­ზიც და­უ­ნიშ­ნა, ამის შემ­დეგ ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო დამ­ძიმ­და, ოჯახ­მა მი­იყ­ვა­ნა თომა პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში, ბავ­შვს კი­დუ­რებ­ზე შე­შუ­პე­ბაც აღე­ნიშ­ნე­ბო­და, რის გა­მოც დე­დამ ექიმს შეს­ჩივ­ლა, მაგ­რამ მან უთხრა, რომ მორ­ჩე­ნის­კენ მი­დი­ო­და ჩუ­ტყვა­ვი­ლა.

ოჯახ­მა მო­ი­თხო­ვა გა­დას­ხმის ან სხვა სა­ხის მკურ­ნა­ლო­ბის ჩა­ტა­რე­ბა, მაგ­რამ როცა მშობ­ლე­ბი მიხ­ვდნენ, რომ პა­ცი­ენტს ვე­რა­ფერს უკე­თებ­დნენ, ბავ­შვის თბი­ლის­ში რე­ფე­რი­რე­ბის­თვის ექიმს რე­ა­ნი­მო­ბი­ლით დახ­მა­რე­ბა სთხო­ვეს, მაგ­რამ მიხ­ვდნენ, რომ ვერც ეს სა­კი­თხი მოგ­ვარ­დე­ბო­და, ამი­ტომ ჩას­ვეს ბავ­შვი კერ­ძო ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში და წა­იყ­ვა­ნეს თბი­ლის­ში.


გზა­ში თომა კი­დევ უფრო ცუ­დად გახ­და, ვე­ღარ სუნ­თქვდა, ოჯახ­მა გა­ა­ჩე­რა გზად შემ­ხვედ­რი პატ­რუ­ლი და სთხო­ვა, რომ დახ­მა­რე­ბოდ­ნენ და სწრა­ფად მი­ეყ­ვა­ნათ კლი­ნი­კამ­დე. სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ფე­რი დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, ბავ­შვი კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყვე­ლა, მშობ­ლე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან, 26 წლი­სე­ბი, ეს ერთი შვი­ლი ჰყავ­დათ, ოჯა­ხის და ნა­თე­სა­ვე­ბის მო­საზ­რე­ბა ცალ­სა­ხაა - ბავ­შვი და­ი­ღუ­პა ექი­მის მხრი­დან არას­წო­რი მარ­თვის შე­დე­გად “, - გა­ნა­ცხა­და AMBEBI.GE-სთან გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ოჯა­ხის ნა­თე­სავ­მა ლუ­ი­ზა სახ­ვა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა კლი­ნი­კას, "გორ­მე­დის" პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვი მშობ­ლებ­მა ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლად მი­იყ­ვა­ნეს კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე, თუმ­ცა, შემ­დგომ სტა­ცი­ო­ნა­რულ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს და თვით­ნე­ბუ­რად წა­იყ­ვა­ნეს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან.



კომენტარები
გომთან მომხდარ ავარიას რუსთაველი დედა-შვილი ემსხვერპლა
გომთან მომხდარ ავარიას რუსთაველი დედა-შვილი...
15-04-2023, 12:32
მოსალოდნელია კომა და სიკვდილი, თუ არ იქნება დროული დიაგნოსტიკა... განვითარებულია სტრესული აშლილობა" - "ემპათია" სააკაშვილის ჯანმრთელობაზე დასკვნას აქვეყნებს
მოსალოდნელია კომა და სიკვდილი, თუ არ იქნება...
1-12-2022, 11:40
სააკაშვილს, კვლევის მძიმე შედეგებით, ფრჩხილებიდან ამოუვიდა ნივთიერება დარიშხანი... პროცესს რომ დაესწროს, ან საკაცით უნდა წამოვიდეს, ან ეტლით" -ადვოკატი ესქპრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ
სააკაშვილს, კვლევის მძიმე შედეგებით, ფრჩხილებიდან...
27-11-2022, 22:37
"12 წლის ბავშვი ბავშვს აჩენს და რა გინდა, უხარია თვითონო... თოჯინობანა ჰგონია დედობანა" - რას წერს ბაია პატარაია
"12 წლის ბავშვი ბავშვს აჩენს და რა გინდა, უხარია...
24-11-2022, 22:24
პრეზიდენტ სააკაშვილის გარდაცვალებამდე ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი - ის არის ცუდად" - გიორგი ჩალაძე
პრეზიდენტ სააკაშვილის გარდაცვალებამდე ცოტა დრო...
23-11-2022, 21:41
აბა, რა უნდა მექნა, შეიძლება იქ ჩემი შვილიც ყოფილიყო... ჩემი თვალებიდან არასდროს წაიშლება იმ ბავშვების სახეები, განსაკუთრებით, ანგელოზივით მარიტასი" - ჩვენი დროის გმირი მებაღე
აბა, რა უნდა მექნა, შეიძლება იქ ჩემი შვილიც...
14-10-2022, 22:27
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно