აბა, რა უნდა მექნა, შეიძლება იქ ჩემი შვილიც ყოფილიყო... ჩემი თვალებიდან არასდროს წაიშლება იმ ბავშვების სახეები, განსაკუთრებით, ანგელოზივით მარიტასი" - ჩვენი დროის გმირი მებაღე
თუმცა 13 ოქტომბერს ვაკის პარკში დატრიალებულმა ტრაგედიამ მისი ცხოვრება შეცვალა. საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად შადრევანში ბავშვების საშველად შესული "ეკოსერვის ჯგუფის" (აწარმოებს დედაქალაქის გამწვანების სამუშაოებს) თანამშრომელი დევი მეზურნიშვილი ჩვენი დროის გმირია. წყლიდან ორი ბავშვის გამოყვანა შეძლო, ძალიან განიცდის მესამეს - მარიტას გადარჩენა რომ ვერ მოახერხა... "ჩემი თვალებიდან არასდროს წაიშლება იმ ბავშვების სახეები, განსაკუთრებით, ანგელოზივით მარიტასი, ახლაც მეტირება, რომ მახსენდება“ - გვეუბნება ვაკის პარკის მთავარი მებაღე. კამერებთან მაქსიმალურად იკავებს თავს, მაგრამ ჩვენთან საუბრისას ემოციებს ვეღარ გაუძლო და ატირდა.
დევი მეზურნიშვილი:
"შემთხვევის ადგილზე იმ დროს მივედი, ბავშვები უგონო მდგომარეობაში აუზში ჩაძირულები რომ იყვნენ. ყვირილის ხმა გავიგე, ხალხი შველას ითხოვდა, ჩქარა, ბავშვები ვერ გამოდიან წყლიდანო. ზოგი ყვიროდა, - ბავშვები დაიხოცნენო. გამოვიქეცი, ხალხი იყო შეკრებილი, ვერავინ ბედავდა ჩასვლას. ეგრევე ჩავხტი წყალში, რას წარმოვიდგენდი, დენის ამბავი თუ იყო. მერე კი მივხვდი, რაშიც იყო საქმე... რაც უფრო ახლოს მივდიოდი, დენის დარტყმა უფრო ძლიერდებოდა, მაინც შევძელი დენის ატანა და ორი ბავშვის გამოყვანა. მაინც გავრისკე, აბა, რა უნდა მექნა, შეიძლება იქ ჩემი შვილიც ყოფილიყო. შეიძლება ერთის ამოყვანის შემდეგ აღარც გამერისკა, მაგრამ იმ დროს იმაზე ვფიქრობდი, ყველა გადამერჩინა, რაღაცნაირად მოვახერხე, ორგანიზმს გავაძლებინე, რათა ერთის მერე, მეორეც გამომეყვანა, მათთვის უნდა მეშველა, მარტო ამაზე ვფიქრობდი. ორჯერ ხელი გავუშვი კიდეც, უკან ვეღარ ვბრუნდებოდი, ძლივს გადავრჩი, ისეთი ძაბვა იყო. გოგონას ამოყვანა შადრევნის გათიშვამდე შეუძლებელი გახდა, რადგან ის შორს, შადრევნის ცენტრალურ ნაწილში იყო, დენი არ მიშვებდა იქამდე როცა ამოვიყვანე, არც ერთი არ იყო კონტაქტური, ერთი ბიჭი, შუაში რომელიც იყო, ოდნავ რეაგირებდა, თავს აქნევდა და გამოყვანის შემდეგ მალევე გამოვიდა მდგომარეობიდან. მეორე ბიჭი არ სუნთქავდა. საუბედუროდ, გოგონამდე მალე ვერ მივედი, ვერ მივდიოდი. შადრევანიც მალევე გაითიშა, მაგრამ ვიდრე ეს ორი ბიჭი გამოვიყვანე, დროც ხომ გადიოდა. ჯანმრთელი ადამიანიც ვერ გაძლებს ამდენ ხანს წყალში ჩაყვინთვას. დენი მარტყამდა, წყალი მიზიდავდა, მაგრამ რასაც გავუძელი, გავუძელი და ამიტომ შევძელი ორის გამოყვანა. გოგონაც მე გამოვიყვანე, მაგრამ, საუბედუროდ. როცა ამოვიყვანე, არც ერთი არ იყო კონტაქტური, ერთი ბიჭი, შუაში რომელიც იყო, ოდნავ რეაგირებდა, თავს აქნევდა და გამოყვანის შემდეგ მალევე გამოვიდა მდგომარეობიდან. მეორე ბიჭი არ სუნთქავდა. საუბედუროდ, გოგონამდე მალე ვერ მივედი, ვერ მივდიოდი. შადრევანიც მალევე გაითიშა, მაგრამ ვიდრე ეს ორი ბიჭი გამოვიყვანე, დროც ხომ გადიოდა. ჯანმრთელი ადამიანიც ვერ გაძლებს ამდენ ხანს წყალში ჩაყვინთვას. დენი მარტყამდა, წყალი მიზიდავდა, მაგრამ რასაც გავუძელი, გავუძელი და ამიტომ შევძელი ორის გამოყვანა. გოგონაც მე გამოვიყვანე, მაგრამ, საუბედუროდ...