მოსალოდნელია კომა და სიკვდილი, თუ არ იქნება დროული დიაგნოსტიკა... განვითარებულია სტრესული აშლილობა" - "ემპათია" სააკაშვილის ჯანმრთელობაზე დასკვნას აქვეყნებს

მოსალოდნელია კომა და სიკვდილი, თუ არ იქნება დროული დიაგნოსტიკა... განვითარებულია სტრესული აშლილობა" - "ემპათია" სააკაშვილის ჯანმრთელობაზე დასკვნას აქვეყნებს

პოლიტიკა
1-12-2022, 11:40



ცენ­ტრი „ემ­პა­თია“ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბულ დას­კვნას აქ­ვეყ­ნებს.

რო­გორც „ემ­პა­თი­ა­ში“ აღ­ნიშ­ნა­ვენ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა ტოქ­სი­კუ­რი აგენ­ტე­ბის, მათ შო­რის, ქი­მი­უ­რი შე­ნა­ერ­თე­ბი­სა და რა­დი­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ალ­ბა­თო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მო­სა­ლოდ­ნე­ლია კომა და სიკ­ვდი­ლი.

„ცენ­ტრი „ემ­პა­თი­ას“ სა­სა­მარ­თლო სა­ექ­სპერ­ტო კო­მი­სი­ამ 10 ქარ­თვე­ლი და 6 სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ჩა­ა­ტა­რა კო­მი­სი­უ­რი სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა, „სტამ­ბო­ლის პრო­ტო­კო­ლის“ პრინ­ცი­პე­ბის, ჯან­დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო და ეროვ­ნუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ექ­სპერ­ტი­ზა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და 2022 წლის 1 ივ­ნი­სი­დან, პრაქ­ტი­კუ­ლად 28/11/2022 - წლამ­დე. 29/11/2022 - ში ად­ვო­კა­ტებს გა­და­ე­ცათ დას­კვნა და­ნარ­თე­ბით. დას­კვნა არის 194 გვ. და თან ახ­ლავს 22 და­ნარ­თი, სულ 2980 გვ. გა­მო­საკ­ვლევ პირს აღე­ნიშ­ნე­ბა 20 ზე - მეტი დი­აგ­ნო­ზი თუ სიმპტო­მი - კომ­პლექ­სი, აქე­დან წამ­ყვა­ნია და­ახ­ლო­ე­ბით 10 დი­აგ­ნო­ზი, რაც შე­უ­თავ­სე­ბელს ხდის პა­ტიმ­რო­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი ძი­რი­თა­დი დი­აგ­ნო­ზე­ბი ამ ეტაპ­ზე არ სა­ჯა­როვ­დე­ბა.

ცენ­ტრი „ემ­პა­თი­ას“ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის სა­ექ­სპერ­ტო კო­მი­სია კლი­ნი­კუ­რი და პარა - კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის, წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ანა­ლი­ზის შე­დე­გად მი­ვი­და დას­კვნამ­დე, რომ:

1) ამ­გვა­რად, და­პა­ტიმ­რე­ბის წინ (01/10/2021) პა­ცი­ენ­ტი იყო პრაქ­ტი­კუ­ლად ჯან­მრთე­ლი, აღე­ნიშ­ნე­ბო­და არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია, სი­ტუ­ა­ცი­უ­რად იღებ­და სიმპტო­მურ პრე­პა­რა­ტებს; ასე­ვე შფოთვით - დეპ­რე­სი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, რაც გა­ნუ­ვი­თარ­და პოსტ - კო­ვი­დურ პე­რი­ოდ­ში (2020 – 2021) იღებ­და გარ­კვე­ულ პრე­პა­რა­ტებს მცი­რე დო­ზე­ბით, პე­რი­ო­დუ­ლი წყვე­ტით; აღ­ნიშ­ნუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის ფონ­ზე თავს გრძნობ­და კარ­გად, სო­ცი­ა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის დარ­ღვე­ვას ად­გი­ლი აქ ჰქონ­და. იკ­ვე­ბე­ბო­და სრულ­ფა­სოვ­ნად. რა­ი­მე სა­ხის ნევ­რო­ლო­გი­ურ დარ­ღვე­ვას ად­გი­ლი არ ჰქონ­და.

2) ამ­ჟა­მად გა­მო­საკ­ვლევ პირს აღე­ნიშ­ნე­ბა სიმპტო­მე­ბი და დი­აგ­ნო­ზე­ბის (ნე­ი­რო - ფსი­ქი­კუ­რი, გას­ტრო - ენ­ტე­რო­ლო­გი­უ­რი, ასე­ვე საყ­რდენ - მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი სის­ტე­მის, მხედ­ვე­ლო­ბის მხრივ), აღე­ნიშ­ნე­ბა და­უდ­გე­ნე­ლი ეტი­ო­ლო­გი­ის ცხე­ლე­ბა, ანო­რექ­სია, წო­ნა­ში სწრა­ფი კლე­ბა, კუნ­თე­ბის, სახ­სრე­ბის ძვლე­ბის ტკი­ვი­ლი, სხე­ულ­ზე ეს­კო­რი­ა­ცი­ე­ბი - ნა­კაწ­რე­ბი - ფხა­ნის კვა­ლი, კუნ­თე­ბის გან­ლე­ვა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა წარ­მო­ად­გენ­დეს და­უდ­გე­ნე­ლი ინ­ფექ­ცი­უ­რი პრო­ცე­სის ან/და შე­საძ­ლო ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­დე­გებ­საც, ვი­ნა­ი­დან თმის ნი­მუ­შის ტოქ­სი­კო­ლო­გი­ურ ექ­სპერ­ტი­ზა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი იქნა დო­კუ­მენ­ტი­რე­ბის ლი­მიტ­ზე მეტი Ba, Bi, Mercury (Hg). ეს ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი სა­ში­შია იმით, რომ მათ შე­უძ­ლი­ათ გა­მო­იწ­ვი­ონ არა მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რი, არა­მედ ზოგ­ჯერ ფსი­ქი­კუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი.

3) ამ­რი­გად, მიგ­ვაჩ­ნია, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ შე­იძ­ლე­ბა იმ­ყო­ფე­ბო­დეს ამ­ჟა­მად არ­სე­ბულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ასე­ვე პა­ტიმ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში, ვი­ნა­ი­დან შე­უძ­ლებ­ლად მიგ­ვაჩ­ნია ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სრუ­ლი ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა; აუ­ცი­ლე­ბე­ლია დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა ტოქ­სი­კუ­რი აგენ­ტე­ბის, მათ შო­რის, ქი­მი­უ­რი შე­ნა­ერ­თე­ბი­სა და რა­დი­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ალ­ბა­თო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მო­სა­ლოდ­ნე­ლია კომა და სიკ­ვდი­ლი.

4) გა­მო­საკ­ვლე­ვი პირი სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­თა სის­ტე­მა­ში და­ექ­ვემ­დე­ბა­რა შე­საძ­ლო წა­მე­ბა­სა და არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბას, ასე­ვე არა­ა­დეკ­ვა­ტურ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას. ექ­სპერტთა დას­კვნებ­ში მოყ­ვა­ნი­ლია ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტე­ბი და გა­მო­საკ­ვლე­ვი პი­რის მო­ნა­თხრო­ბე­ბი; მათ შო­რის, მო­ტყუ­ე­ბა, იძუ­ლე­ბით ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია, კრი­მი­ნა­ლუ­რი სუბკულ­ტუ­რის პა­ტიმ­რე­ბის მხრი­დან გა­მო­საკ­ვლე­ვი პი­რის დამ­ცი­რე­ბა და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რა, 2021 წლის 8 ნო­ემ­ბერს N12 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან N18 - ში გა­დაყ­ვა­ნი­სას, ძა­ლით შეყ­ვა­ნი­სას N18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ად­გი­ლი ჰქონ­და პა­ტიმ­რე­ბის მხრი­დან ხმა­ურს - ყვი­რილს, ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით პა­ტიმ­რის გად­მოთ­რე­ვას რე­ა­ნი­მო­ბი­ლი­დან. N18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მას არ ჰქონ­და 11 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ძი­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შუ­ქის ჩაქ­რო­ბი­სა და ტე­ლე­ვი­ზო­რის გა­მორ­თვის შემ­თხვე­ვა­ში იწყე­ბო­და სა­ში­ნე­ლი - ლან­ძღვა გი­ნე­ბა პა­ტიმ­რე­ბის მხრი­დან - ად­გი­ლი ჰქონ­და ძი­ლის დეპ­რი­ვა­ცი­ას; შიმ­ში­ლო­ბის ფონ­ზე, ასე­ვე შიმ­ში­ლო­ბის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ვერ­ნი­კეს ენ­ცე­ფა­ლო­პა­თი­ის ფონ­ზე, მო­წყვლად მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, სა­ხელ­და­ხე­ლოდ მო­წყო­ბილ ინ­ტენ­სი­ურ პა­ლა­ტა­ში იგი იმ­ყო­ფე­ბო­და მარ­ტო, და­ძა­ხილ­ზე არ რე­ა­გი­რებ­დნენ, კვლავ ის­მო­და მისი მი­სა­მარ­თით პა­ტიმ­რე­ბის ყვი­რი­ლი და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რა, ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­მო­საკ­ვლევ პირი იმ­ყო­ფე­ბო­და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის რის­კის ქვეშ (19/11/2021).

5) აღ­ნიშ­ნუ­ლი წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის შე­დე­გად (ფი­ზი­კუ­რი ტრავ­მა­ტი­ზა­ცი­ის შე­დე­გად) დიდი ალ­ბა­თო­ბით, მან მი­ი­ღო ხერ­ხემ­ლის ტრავ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა, ასე­ვე გა­ნუ­ვი­თარ­და მძი­მე ფორ­მის ტრავ­მუ­ლი სტრე­სუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა, შიმ­ში­ლო­ბი­სა და თა­ვის ტვი­ნის ორ­გა­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბი­სა და დის­ფუნ­ქცი­ის ფონ­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი, სამ­წუ­ხა­როდ, სსრკ - ს დრო­ინ­დე­ლი სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბის სიმ­ძი­მის ხა­რის­ხის სა­სა­მარ­თლო - სა­მე­დი­ცი­ნო გან­სა­ზღვრის მოქ­მე­დი წე­სის თა­ნახ­მად, ფას­დე­ბა, რო­გორც სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის და­ზი­ა­ნე­ბა, თუმ­ცა, ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში აღე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქი­კუ­რი ტრავ­მე­ბი­სა და შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით - ფას­დე­ბა, რო­გორც მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბა.

6) ამ­გვა­რად, მთე­ლი ტრავ­მუ­ლი სტრე­სუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ცი­ხე­თა სის­ტე­მა­ში, ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კომ­პო­ნენ­ტე­ბით, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბით, მძი­მე შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ფას­დე­ბა, რო­გორც ძლი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქი­კუ­რი ტან­ჯვის გა­მომ­წვე­ვი და შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც წა­მე­ბა. Z 65.4. - წა­მე­ბი­სა და არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის მსხვერ­პლი.

7) წარ­მოდ­გე­ნი­ლი დი­აგ­ნო­ზე­ბის თა­ნახ­მად (ფსი­ქო - ნევ­რო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით) მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ფას­დე­ბა რო­გორც მძი­მე და პა­ტიმ­რო­ბას­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი; ცალ­კე­უ­ლი დი­აგ­ნო­ზე­ბი ცალ­კეც და ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში გა­მო­იწ­ვევს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­უქ­ცე­ვად მოშ­ლას, სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბის შე­მოკ­ლე­ბას და სიკ­ვდილ­საც, თუკი მას არ მი­ე­ცე­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ი­ღოს ადეკ­ვა­ტუ­რი დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის უფ­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბა N 01 – 6/ნ (2013 წლის 15 თე­ბერ­ვა­ლი), ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ბრძა­ნე­ბა N01 – 55/ნ (2017 წლის 30 აგ­ვის­ტოს) - ის მი­ხედ­ვით არის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი, ხოლო გას­ტრო - ენ­ტე­რო­ლო­გი­უ­რი და ნუტ­რი­ცი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, ფას­დე­ბა რო­გორც მძი­მე კა­ხექ­სი­ის რის­კის შემ­ცვე­ლი.

გა­მო­საკ­ვლე­ვი პირი სა­ჭი­რო­ებს ინ­ვა­ზი­ურ/აგ­რე­სი­უ­ლი ხა­სი­ა­თის დი­აგ­ნოს­ტი­კურ - სამ­კურ­ნა­ლო - რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ურ პრო­ცე­დუ­რებს:

პრო­ფე­სორ კო­ბის გან­მარ­ტე­ბით, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა - ძვალ-კუნ­თო­ვა­ნი სის­ტე­მის თვალ­საზ­რი­სით, „მას ესა­ჭი­რო­ე­ბა ზუს­ტი დი­აგ­ნო­ზი, ასე­ვე შე­საძ­ლოა მარ­ცხე­ნა მხრის სახ­სრი­სა და მენჯ - ბარ­ძა­ყის სახ­სრის სრუ­ლი შეც­ვლა. ამ პრო­ცე­დუ­რე­ბის შემ­დეგ მას დას­ჭირ­დე­ბა C 5 – C6 - მა­ლე­ბის შერ­წყმა. შემ­დგომ­ში L4-5 სპი­ნა­ლუ­რი სტე­ნო­ზის დე­კომ­პრე­სია. მისი მარ­ცხე­ნა მკლა­ვი­სა და ფე­ხის ძლი­ე­რი სი­სუს­ტე შე­იძ­ლე­ბა იყოს ხერ­ხემ­ლის­გან გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი და ტკი­ვი­ლის გა­მომ­წვე­ვი უმოძ­რა­ო­ბით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ატრო­ფი­ით“.

9) დოქ­ტო­რი ს.ი. ფინ­კე­ლის გან­მარ­ტე­ბით, მას დას­ჭირ­დე­ბა აგ­რე­სი­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი, ანუ რე­გუ­ლა­რუ­ლი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა EGD და მრა­ვალ­ჯე­რა­დი კუ­ჭის ბი­ოფ­სი­ე­ბი. ეს პრო­ცე­დუ­რე­ბი ფარ­თოდ არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­სა და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. სა­დაც ისი­ნი კეთ­დე­ბა კომ­პე­ტენ­ტუ­რი GI ენ­დოს­კო­პის­ტე­ბის მიერ;

ფსი­ქი­ატ­რე­ბის, ნევ­რო­ლო­გე­ბი­სა და სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტე­ბის კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბით:

10) ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი და ნევ­რო­ლო­გი­უ­რი დი­აგ­ნო­ზი/დი­აგ­ნო­ზე­ბი, სა­ჭი­რო­ებს ნე­ი­რო - კოგ­ნი­ტი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­მა­ტე­ბით აგ­რე­სი­ულ/ინ­ვა­ზი­უ­რი მე­თო­დე­ბით (მაგ. თავ - ზურგტვი­ნის სი­თხის შეს­წავ­ლა, გან­მე­ო­რე­ბა­დი CT, MRI, EEG – 24 სა­ა­თი­ა­ნი და სხვა) კვლე­ვა­სა და სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბა - რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სის ჩა­ტა­რე­ბას, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში სწრა­ფი პროგ­რე­სი­რე­ბით დამ­თავ­რდე­ბა მა­რაზ­მით, კა­ხექ­სი­ი­თა და ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბით

11) გა­მო­საკ­ვლე­ვი პირი/პა­ცი­ენ­ტი სა­ჭი­რო­ებს მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ კვლე­ვებს ინ­ფექ­ცი­ურ - ინ­ტოქ­სი­კა­ცი­უ­რი გე­ნე­ზის ან/და ნე­ი­რო - დე­გე­ნე­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სის/და­ა­ვა­დე­ბის, დის­მე­ტა­ბო­ლუ­რი პრო­ცე­სის, და­ზუს­ტე­ბის ან გა­მო­რი­ცხვის მიზ­ნით - Z13.8: Special screening examination for other specified diseases and disorders (სპე­ცი­ა­ლუ­რი სკრი­ნინ­გი/გა­მოკ­ვლე­ვა სხვა სპე­ცი­ფი­კურ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე და აშ­ლი­ლო­ბებ­ზე (მათ შო­რის, მომ­წამ­ლავ აგენ­ტებ­ზე კვლე­ვა).

12) შე­სა­ბა­მი­სად, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ სა­ჭი­რო­ებს პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და გა­და­უ­დებ­ლად დი­აგ­ნოს­ტი­კა - მკურ­ნა­ლო­ბის მიზ­ნით გა­დაყ­ვა­ნას აშშ -ს ან/და ევ­რო­კავ­ში­რის მულ­ტი - პრო­ფი­ლურ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო მე­სა­მე კლა­სის კლი­ნი­კა­ში.

13) ამავდრო­უ­ლად, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბუ­ლი პოსტტრავ­მუ­ლი სტრე­სუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა - PTSD – F 43.1., რაც უკავ­შირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­თა სის­ტე­მა­ში გა­და­ტა­ნილ არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბას, სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის შიშს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ძი­მებს ნე­ი­რო - ფსი­ქი­კურ და ზო­გად მდგო­მა­რე­ო­ბას და შე­უძ­ლე­ბელს ხდის მდგო­მა­რე­ო­ბის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მიღ­წე­ვა­საც კი.

14) ნე­ბის­მი­ე­რი და­მა­ტე­ბი­თი სტრეს - ფაქ­ტო­რი, მათ შო­რის, მხო­ლოდ პა­ტიმ­რო­ბაც კი იწ­ვევს აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბას.

15) ამ­გვა­რი ფსი­ქი­კუ­რი და ნევ­რო­ლო­გი­უ­რი სტა­ტუ­სი­თა და მდგო­მა­რე­ო­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­ტიმ­რო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია და შე­უ­თავ­სე­ბე­ლია პა­ტიმ­რო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან. მისი ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, ნევ­რო­ლო­გი­ურ, ფსი­ქი­კურ თუ სხვა საყ­რდენ­მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი სის­ტე­მის თუ საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის მხრივ არ­სე­ბულ დარ­ღვე­ვებ­თან ერ­თად და მარ­ტოც შე­უ­თავ­სე­ბე­ლია პა­ტიმ­რო­ბას­თან“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია „ემ­პა­თი­ას“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.



კომენტარები
აშშ-დან მიღებულია  სააკაშვილის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღმოჩენილია მძიმე მეტალები..." - მარიამ ჯიშკარიანი
აშშ-დან მიღებულია სააკაშვილის ექსპერტიზის...
25-11-2022, 14:11
პრეზიდენტ სააკაშვილის გარდაცვალებამდე ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი - ის არის ცუდად" - გიორგი ჩალაძე
პრეზიდენტ სააკაშვილის გარდაცვალებამდე ცოტა დრო...
23-11-2022, 21:41
სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და ეს გათავისუფლების საფუძველი შესაძლოა, გახდეს" - მარიამ ჯიშკარიანი
სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და ეს...
7-11-2022, 20:29
ბიძინას მთავარი მტერი დღეს არის მისივე ამპარტავნება... ახლა ეს ურჩხულად ქცეული რწმენა მას და მასთან ერთად ქვეყანასაც უფსკრულისკენ მიაქანებს" - რას წერს გია ხუხაშვილი
ბიძინას მთავარი მტერი დღეს არის მისივე...
29-06-2022, 19:26
ახლახანს გახდა ცნობილი, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადება... "ამ ისტორიული პროცესის მართვაში დავეხმარო ჩვენს ქვეყანას..."
ახლახანს გახდა ცნობილი, ბიძინა ივანიშვილის...
25-06-2022, 21:13
“ადინა კამერების წინ არასდროს ჩნდება…” – ვინ არის და რას საქმიანობს ედუარდ სააკაშვილის ცოლი (იშვიათი ფოტოები)
“ადინა კამერების წინ არასდროს ჩნდება…” – ვინ არის...
29-01-2022, 21:38
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно