აშშ-დან მიღებულია  სააკაშვილის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღმოჩენილია მძიმე მეტალები..." - მარიამ ჯიშკარიანი

აშშ-დან მიღებულია სააკაშვილის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღმოჩენილია მძიმე მეტალები..." - მარიამ ჯიშკარიანი

პოლიტიკა
25-11-2022, 14:11



ცენ­ტრ "ემ­პა­თი­ას“ ხელ­მძღვა­ნე­ლი, მა­რი­ამ ჯიშ­კა­რი­ა­ნი აცხა­დებს, რომ მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სამ­კურ­ნა­ლოდ გერ­მა­ნი­ა­ში უნდა იქ­ნას გა­დაყ­ვა­ნი­ლი, ვი­ნა­ი­დან საქ­მე გვაქვს ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ას­თან.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ჯიშ­კა­რი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, გერ­მა­ნულ კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ჩა­უ­ტარ­დეს, რო­გორც ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა, ისე დად­გინ­დეს დი­აგ­ნო­ზი და ჩა­უ­ტარ­დეს ადეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი, მისი თქმით, საქ­მე გვექ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდილ­თან.

"ექ­სპერტთა კო­მი­სია მი­ვი­და დას­კვნამ­დე და ჩვენ დას­კვნა­ში უკვე წე­რია, რომ დიდი ალ­ბა­თო­ბით, საქ­მე გვაქვს ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ას­თან, ანუ მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბას­თან. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არის მძი­მე მრა­ვა­ლი ორ­გა­ნო­თა სის­ტე­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ეს არის ნე­ი­რო­ინ­ტოქ­სი­კა­ცია, თუ სხვა ზო­გა­დი ინ­ტოქ­სი­კა­ცია, რო­მე­ლიც იწ­ვევს სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის იმი­ტა­ცი­ას. შე­სა­ბა­მი­სად, სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით ის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გაყ­ვა­ნას სა­ჭი­რო­ებს გერ­მა­ნი­ა­ში, "შა­რი­ტეს“ კლი­ნი­კა­ში, რათა მოხ­დეს სწო­რი დი­აგ­ნოს­ტი­კა, მკურ­ნა­ლო­ბა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ძა­ლი­ან სწრა­ფად დად­გეს ლე­ტა­ლო­ბის შე­დე­გი“, - გა­ნა­ცხა­და ჯიშ­კა­რი­ან­მა.

მისი თქმით, ამე­რი­კი­დან მი­ღე­ბუ­ლია ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა თმის ღერ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­დაც აღ­მო­ჩე­ნი­ლია მძი­მე მე­ტა­ლე­ბი.

"არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ეს მძი­მე მე­ტა­ლე­ბი და კი­დევ სხვა შე­ნა­ერ­თე­ბიც სა­ფუძ­ვე­ლი იყოს იმი­სა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დღი­თი­დღე მძიმ­დე­ბა. დი­აგ­ნოს­ტი­კა გახ­და პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, ის უნდა იქ­ნას გა­დაყ­ვა­ნი­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნის მიზ­ნით, სულ მცი­რე, დიდ კლი­ნი­კა "შა­რი­ტე­ში“, აცხა­დებს ჯიშ­კა­რი­ა­ნი.



კომენტარები
პრეზიდენტ სააკაშვილის გარდაცვალებამდე ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი - ის არის ცუდად" - გიორგი ჩალაძე
პრეზიდენტ სააკაშვილის გარდაცვალებამდე ცოტა დრო...
23-11-2022, 21:41
სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და ეს გათავისუფლების საფუძველი შესაძლოა, გახდეს" - მარიამ ჯიშკარიანი
სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და ეს...
7-11-2022, 20:29
"არაფერი დეპრესიული სააკაშვილს არ ეტყობა, პირიქით, უშველებელ აქციებს გეგმავს" - ვოლსკი სააკაშვილზე
"არაფერი დეპრესიული სააკაშვილს არ ეტყობა,...
29-04-2022, 22:57
რა უნდა ვიცოდეთ ახალ „დელტამიკრონ“ შტამზე - თენგიზ ცერცვაძის განმარტება
რა უნდა ვიცოდეთ ახალ „დელტამიკრონ“ შტამზე -...
16-03-2022, 22:08
"ეს არ არის მარ­ტი­ვი ვირუ­სი. ამ წუ­თამ­დე არ ვიცი......."
"ეს არ არის მარ­ტი­ვი ვირუ­სი. ამ წუ­თამ­დე არ...
18-01-2022, 21:33
მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა  სოფო ნიჟარაძეს ნიუ-იორკში 2 000 000 დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი ბინა უყი­და"
მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სოფო ნიჟარაძეს...
8-01-2022, 18:26
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно