"ეს არ არის მარტივი ვირუსი. ამ წუთამდე არ ვიცი......."
პოლიტიკა
18-01-2022, 21:33
"ეს არ არის მარტივი ვირუსი. ამ წუთამდე არ ვიცი......."
ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია კორონავირუსით დაინფიცირდა. როგორც თავად ამბობს, მას "ომიკრონი" დაუდასტურდა და აღნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე აცრამ ძალიან დაიცვა.
ახალი შტამის სიმპტომებსა და მის მდგომარეობაზე მან "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.
"ეს არ არის მარტივი ვირუსი. ამ წუთამდე არ ვიცი, ვისგან გადამედო ვირუსი. როგორც ჩანს, შემთხვევით მომენტი იყო, რომ გადამედო. ერთი ვიცი ზუსტად, რომ მე რომ აცრილი არ ვყოფილიყავი, გამორიცხული იყო აქ პირდაპირ ეთერში ჩართვა მომეხერხებინა. მე მაქვს ფილტვებთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები და ვირუსი ჩემთვის კატასტროფაა.
ვფიქრობ, რომ "ომიკრონის" დროს ერთადერთი რამაც დამიცვა, ვაქცინაა. გუშინ გადავიღე კატე და აღმოჩნდა, რომ დაზიანება არ მაქვს. ექიმებმაც მითხრეს, რომ მე რომ ორგზის აცრილი არ ვყოფილიყავი, აქ ჩართვას ვერ მოვახერხებდ
ი. როგორც გითხარით, მე მაქვს "ომიკრონი". თავიდან რომ გავიგე, საოცარმა პანიკამ ამიტანა, თუმცა სიტუაციას სულ ვაკონტროლებ.
ყველამ ვიცით რა ხდება სამყაროში. ახლა კუდის ქიცინის დრო არ არის. ახლა არ არის ანტივაქსერი ამომრჩევლებისთვის კუდის ქიცინის დრო, ხელისუფლება ვალდებულია მუდმივად მოუწოდოს საზოგადოებას აცრისკენ.
რაც შეეხება სიმპტომებს, ყოველდღე რომ ვიღვიძებ ახალ-ახალი რაღაცები მჭირს. ყნოსვის და გემოს დაკარგვა არ მქონია. ღამე დამეწყო არანორმალური კანკალი. უცებ რომ გაიყინები და არაფერი არ გშველის. მივხვდი რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ვირუსი. ორგანიზმში რომ შევიდეს ადამიანი და განჯღრიოს, ასეთი რამ დამეწყო. შემდეგ იყო ხველება, სუნთქვა დიდად არ გამჭირვებია, თუმცა მერე დაიწყო უცნაური რაღაცები. დღეს რომ გავიღვიძე საერთოდ ვერ ვსუნთქავდი. გაგუდული ვიყავი, სანამ წამალი არ ჩავიწვეთე, ვერ ვსუნთქავდი.
ყოველდღიურად ხან სუნთქვის გაჭედვა გემართება, ხან ყელი მტკივდება. უცნაური ვირუსია, მაგრამ აუცილებელია ამ დროს მოძრაობა. ექიმებიც ამას მირჩევენ. სახლში მუდმივად საქმეს ვაკეთებ, რომ მოძრაობაში ვიყო. ფსიქოლოგიურად ძალიან მხნედ ვარ" - ამბობს გრიგოლია.
კომენტარები