“ადინა კამერების წინ არასდროს ჩნდება…” – ვინ არის და რას საქმიანობს ედუარდ სააკაშვილის ცოლი (იშვიათი ფოტოები)
პოლიტიკა
29-01-2022, 21:38
“ადინა კამერების წინ არასდროს ჩნდება…” – ვინ არის და რას საქმიანობს ედუარდ სააკაშვილის ცოლი (იშვიათი ფოტოები)
ედუარდ სააკაშვილის მეუღლე კამერების წინ არასდროს ჩნდება. ადინა სპერტუს მეჰუსის პროფილი არც სოციალურ ქსელში იძებნება.
მართალია, საზოგადოებამ ძალიან ცოტა იცის მიხეილ სააკაშვილის რძლის შესახებ, მაგრამ მისი “ლინკდინის” პროფილიდან რამდენიმე საინტერესო დეტალი გავიგეთ. ადინა პირად გვერდზე თავისი ინტერესის სფეროების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ის კონცენტრირებულია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ეკონომიკა, გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება და.ა.შ.
“ჩემი ყურადღების სფეროებშია ისეთი საკითხები, როგორებიცაა მდგრადი მიწოდების ჯაჭვი, ეკონომიკა, კლიმატის ცვლილება, გარემოს მდგომარეობა“, – წერს ადინა.
ადინა სპერტუს მეჰუსი სწავლობდა საჯარო პოლიტიკას ჰერტას სკოლაში, მისი სპეციალობა კი კონკრეტულად მონაცემთა ანალიზი იყო. მუშაობდა არაკომერციულ სექტორში მდგრადობისა და წრიული ეკონომიკის თემებზე. ადინა გარემოს საკითხების თეორიასა და პრაქტიკაში ბაკალავრის ხარისხს ფლობს, ასევე არის სტატისტიკის სპეციალისტი.
აქვს დიდი გამოცდილება გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით. სტაჟირება აქვს გავლილი, ატლანტაში დაავადებისა და კონტროლის ცენტრში. ასევე მუშაობდა საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელში. ფლობს გერმანულ, ინგლისურ და ნიდერლანდურ ენებს.
ედუარდ სააკაშვილის მეუღლე ამჟამად ანალიტიკოსად RCS Global Group-ში მუშაობს. ეს არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც კონცენტრირებულია, რომ წარმოებამ, ვაჭრობამ პოზიტიური გავლენა მოახდინოს პლანეტასა და ადამიანებზე. მათი მიზანია, ბუნებრივ რესურსებზე მწარმოებლებს ჰქონდეთ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და უფრო მეტად გამოიყენონ სხვადასხვა დარგებში ტექნოლოგიები.
კომენტარები