იუნაიტედს დე იონგი სურს და ტრანსფერში შესაძლოა სამი ფეხბურთელიდან რომელიმე ჩართოს
ახალი ამბები / ფეხბურთი
28-11-2022, 13:14
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ფრენკი დე იონგის ტრანსფერში შესაძლოა რომელიმე თავისი ფეხბურთელი ჩართოს.
ნახევარმცველი „ბარსელონაში“ ისურვებდა დარჩენას, თუმცა „მანჩესტერი მის მიმართ ინტერესს ამის მიუხედავადაც ინარჩუნებს.
კატალონიურ კლუბში ფიქრობენ, რომ ტრანსფერში „ემიუმ“ შესაძლოა ჰარი მაგუაირი, ალექს ტელეში ან მარკუს რაშფორდი ჩართოს.
ეს ფეხბურთელები „ბარსელონას“ აინტერესებს, რომელსაც რეალურადაც სურს დაცვის ცენტრის, მარცხენა ფლანგის და შეტევის გაძლიერება.
ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ ამ ფეხბურთელებიდან რომელიმეს დე იონგში გაცვლა მოიაზრება.
კომენტარები