მანჩესტერ იუნაიტედმა ლაიპციგის საუკეთესო ფეხბურთელს დაადგა თვალი
ახალი ამბები / ფეხბურთი
12-04-2022, 00:34
„ლაიპციგის“ საუკეთესო ბომბარდირის, კრისტიან ნკუნკუს შეძენით „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესდება.
ჟურნალისტ ფლორიან პლატენბურგის ინფორმაციით, 24 წლის შემტევი ფრანგი ფეხბურთელის გადაბირება ინგლისურს გუნდს ზაფხულშივე სურს, რადგან ის ძალიან მოსწონს გუნდის მთავარ მწვრთნელს, რალფ რანგნიკს, რომელიც სეზონის ბოლოს გუნდში სხვა თანამდებობას დაიკავებს.
თუმცა, ტრანსფერს ხელი შესაძლოა იმან შეუშალოს, რომ ამჟამად „იუნაიტედში“ ნკუნკუს პროფილის ბევრი ფეხბურთელი ირიცხება.
ამ სეზონში ნკუნკუმ 42 მატჩში 28 გოლი და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა.
კომენტარები