
"ამის ვარიანტიც არ არსებობს", - კლოპმა ისაუბრა, თუ რატომ არ იბრძოლებს ლივერპული ჰოლანდისთვის
ახალი ამბები / ფეხბურთი
7-04-2022, 00:14
„ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა განმარტა, თუ რატომ არ აპირებს მისი გუნდი ერლინგ ჰოლანდის შეძენისთვის ბრძოლას.
„ჩვენ ჰოლანდის შეძენას არ შევეცდებით. თანხა, რომელსაც მასში ითხოვენ, უბრალოდ სიგიჟეა. ჩვენ მისთვის არ ვიბრძოლებთ, ამის ვარიანტიც არ არსებობს." - ციტირებს კლოპის სიტყვებს Sport Bild.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ნორვეგიელი ფეხბურთელის შეძენით „მანჩესტერ სიტი' და მადრიდის „რეალი" ინტერესდებიან, მისი ტრანსფერის საერთო საფასური 350 მილიონ ევროს აღწევს.
მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა ბუნდესლიგის 18 მატჩში 16 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
კომენტარები