ლაპორტას ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერზე ჰკითხეს: "ივნისში გუნდის გაძლიერებას ვეცდებით"
ახალი ამბები / ფეხბურთი
4-02-2022, 01:07
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ "დორტმუნდის" ფორვარდ ერლინგ ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერზე დასმულ კითხვას უპასუხა.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელის თქმით, ზაფხულში კლუბი შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს.
"დღეს დაკავებულები ვართ და ობამეიანგის გამო ძალიან გვიხარია, რომელიც აქ გოლებს გაიტანს".
"ივნისში ვეცდებით გუნდი კიდევ გავაძლიეროთ, სწორ გზას ვადგავართ", - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
ცნობისთვის, 21 წლის ნორვეგიელ სუპერვარსკვლავს "დორტმუნდთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
კომენტარები