სკანდალი. ლაპორტამ გაამხილა, რას პატიობს ნადალს - "ბარსას" ვიცე-პრეზიდენტს გადადგომა მოუწია

სკანდალი. ლაპორტამ გაამხილა, რას პატიობს ნადალს - "ბარსას" ვიცე-პრეზიდენტს გადადგომა მოუწია

ახალი ამბები
4-02-2022, 01:06



"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კომენტარი გააკეთა კლუბის ფონდის ვიცე-პრეზიდენტ ალფონს გოდალის გადადგომაზე, რომელმა თქვა, რომ რაფაელ ნადალი, "რეალი", ესპანეთის ნაკრები და ფერნანდო ალონსო მტერი სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან.

"ალფონს გოდალი თავისი სურვილით გადადგა, რადგან მეცენატების, ინვესტორებისა და სპონსორების მხრიდან მის მიერ სოცილუარ ქსელში გავრცელებულ პოსტს უკმაყოფილება მოჰყვა. გოდალმა გადაწყვიტა, რომ არ სურდა ფონდისთვის ზიანი მიეყენებინ და თავისი ნებით წავიდა. მისი გადაწყვეტილება პატივისცემით იქნა მიღებული და ამით ყველაფერი დასრულდა.

ჩვენ რაფა ნადალს ვულოცავდით სპორტულ წარმატებებს და ყოველთვის ვაღიარებდით დიდ სპორტსმენად. რაფა დიადი

ადამიანია, სამწუხაროა, რომ "ბარსადან" არაა, მაგრამ ვპატიობთ, რამეთუ თავისი თამაშით სიამოვნებას გვანიჭებს", - ციტირებს ლაპორტას "მუნდო დეპორტივო".



კომენტარები
ლაპორტას ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერზე ჰკითხეს: "ივნისში გუნდის გაძლიერებას ვეცდებით"
ლაპორტას ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერზე ჰკითხეს:...
4-02-2022, 01:07
ჰოლანმა "რეალს" უგანა და "ბარსა" აირჩია - ტრანსფერს "მცირედი დეტალი" აფერხებს
ჰოლანმა "რეალს" უგანა და "ბარსა" აირჩია -...
5-01-2022, 01:36
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно