ჰოლანმა "რეალს" უგანა და "ბარსა" აირჩია - ტრანსფერს "მცირედი დეტალი" აფერხებს

ჰოლანმა "რეალს" უგანა და "ბარსა" აირჩია - ტრანსფერს "მცირედი დეტალი" აფერხებს

ახალი ამბები / ფეხბურთი
5-01-2022, 01:36



Сuatro ირწმუნება, რომ "დორტმუნდის" თავდამსხმელი ერლინ ჰოლანი "ბარსელონაში" გადასასვლელად ემზადება.

გამოცემის ცნობით, ჰოლანს არ უნდა მომავალში "რეალში" პსჟ-ის ამჟამინდელ ფორვარდ კილიან მბაპესთან ერთად თამაში. "ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ფეხბურთელის მამა ალფ-ინგე ჰოლანი და აგენტი მინო რაიოლა დაარწმუნდა, რომ ერლინისა და კილიანის ლა ლიგაში თამაში მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეპოქალური, თუ ისინი სხვადასხვა გუნდებში იასპარეზებენ.

თურმე, რაიოლამ სიტყვა მისცა ლაპორტას, რომ მისი კლიენტი კატალონიურ გუნდში გადაბარგდება. ამისათვის  "ბარსას" "მცირედი დეტალის" მოგვარება სჭირდება - საჭირო თანხა უნდა მოიძიოს.

აღნიშნულია, რომ ლაპორტასა და

რაიოლას ძალიან კარგი, თითქმის მეგობრული ურთიერთობა აქვთ და აგენტმა ამ ტრანსფერით საერთო ჯამში შეიძლება 100 მილიონი ევროთი იხეიროს.

ჰოლანს 3+2 სისტემის კონტრაქტს გაუფორმებენ, ხოლო წლიურ გასამრჯელოდ 30 მილიონს დაუნიშნავენ.


კომენტარები
"ბარსელონა" - დიდი ტრანსფერები იანვარსა და ზაფხულში და ჭირვეული დემბელე
"ბარსელონა" - დიდი ტრანსფერები იანვარსა და...
4-01-2022, 00:54
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно