თომას მიულერი შეუჩერებელია - გერმანელმა ბოლო 6 მატჩში 8 საგოლე ქმედება გაიფორმა
ახალი ამბები / საქართველო
6-02-2022, 00:39
ბაიერნის“ შემტევმა თომას მიულერმა ბუნდესლიგის 21-ე ტურში „ლაიპციგის“ კარში მოახერხა გოლის გატანა.
ბოლო ექვს მატჩში 32 წლის გერმანელმა 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
„ლაიპციგის“ გარდა მიულერმა გოლები „ჰერტას“ (4:1) ერთი გოლი გაუტანა, „კიოლთან“ (4:0) ორი ასისტი მიითვალა, „შტუტგარტთან (5:0) და „გლადბახთან“ (1:2) ასევე ასისტით გამოიჩინა თავი, „ვოლფსბურგთან“ კი გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.
მიმდინარე ბუნდესლიგის გათამაშებაში მიულერმა 20 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი და 16 (!) საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
კომენტარები