
ახალი სამიზნე - ვინ სურს "რეალს" ჰოლანდის მაგივრად
ახალი ამბები / ფეხბურთი
10-02-2022, 13:21
როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კილიან მბაპესთან ერთად კიდევ ერთი სუპერვარსკვლავის მოყვანას გეგმავს.
მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, სამეფო კლუბი ერლინგ ჰოლანდის გადაბირებას ცდილობს, თუმცა ესპანურ პრესა წერს, რომ გუნდმა თვალი ახალ
სუპერვარსკვლავს დაადგა.
საუბარია რობერტ ლევანდოვსკიზე, რომელსაც მიუნხენის "ბაიერნთან" კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს ეწურება, მხარეები კი მის გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდებიან.
RMTV-ს ჟურნალისტი ხოსე ლუის პიზაროს ცნობით, პოლონელი ფეხბურთელი სამეფო კლუბს 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდება.
მისი თქმით, რობერტი "ბლანკოსთან" 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რა დროშიც ანაზღაურების სახით 12 მილიონ ევროს მიიღებს.
ასე და ამრიგად, მადრიდის "რეალის" რადარებზე მორიგი სუპერვასკვლავი გამოჩნდა, ყველაფერი კი სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას გაირკვევა.
კომენტარები