"თანამდებობას დავტოვებ..." - ესპანური სატელევიზიო გადაცემის წამყვანი პოსტს დატოვებს, თუ მბაპე "რეალში" არ გადავა... 19 იანვრის სატრანსფერო სიახლეები

"თანამდებობას დავტოვებ..." - ესპანური სატელევიზიო გადაცემის წამყვანი პოსტს დატოვებს, თუ მბაპე "რეალში" არ გადავა... 19 იანვრის სატრანსფერო სიახლეები

ახალი ამბები / ფეხბურთი
20-01-2022, 01:20



"ვალენსიას" "ბარსელონას" მცველის, ოსკარ მინგეზას გადაბირება სურს. "ღამურების" ხელმძღვანელობას კატალონიური გუნდის ფეხბურთელის იჯარით გადაყვანა უნდა.

"ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა განაცხადა, რომ თუ უსმან დემბელე "ლურჯ-ბროწეულისფერებთან" ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, ფრანგის გასხვისებას სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე შეეცდებიან.

უკვე ოფიციალურად ბენ არფა "ლილის" ფეხბურთელია, ლიგა 1-ის მოქმედმა ჩემპიონმა 34 წლის შემტევს 6 თვიანი კონტრაქტი გაუფორმა. შეგახსენებთ, ჰატემი აქამდე "ბორდოში" გამოდიოდა.

გასულ პარასკევს ერლინ ჰოლანმა განაცხადა, რომ "დორტმუნდის" ხელმძღვანელობა ნორვეგიელ ფეხბურთელს საკუთარი მომავლის შესახებ არსებული გეგმის გამხელას აძალებს.
თუმცა ამის საწინააღმდეგოდ, გერმანული კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰანს-იოაჰიმ ვაცკემ ღიად თქვა, რომ ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება.

"სინამდვილეში ჩვენ მისმა განცხადებამ გაგვაკვირვა, რადგან მსგავსი არაფერი გვითქვამს. იმის თქმა, რომ "დორტმუნდმა" ერლინს ულტიმატუმი წაუყენა სისულელეა" - განაცხადა ვაცკემ.



BILD-ის ცნობით, მიუნხენის "ბაიერნს" ლევანდოვსკისთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს, თუმცა თუ პოლონელი გოლეადორი შემოთავაზებაზე უარს იტყვის, მაშინ მის გაყიდვას 2023 წლის ზაფხულში შეეცდებიან.

ინგლისურ "ბრენტფორდს" კრისტიან ერიქსენის საკუთარ გუნდში ხილვა უნდა. მოგეხსენებათ, დანიელი გულთან დაკავშირებული პრობლემის გამო "ინტერიდან" წამოვიდა, რადგან სერია A-ში კარდიო დეფიბრილატორით თამაში არ შეიძლება. "ფუტკრების" გარდა სკანდინავიელი ვარსკვლავით ბუნდესლიგის წამომადგენლებიც ინტერესდებიან.

Sky Italia-ს ინფორმაციით, არტური დიდი ალბათობით იჯარის წესით ლონდონის "არსენალში" გადაბარგდება, ბრაზილიელის შემცვლელად კი "გლადბახის" ნახევარმცველი, დენის ზაქარია მოიაზრება.

ინგლისურმა "ნიუკასლმა" "სევილიას" მცველთან, დიეგო კარლოსთან შეთანხმებას მიაღწია. ფაბრიციო რომანოზე დაყრდნობით, ანდალუსიური გუნდი 35 მილიონ ევროზე მეტს ითხოვს.

მადრიდის "ატლეტიკოს" დანიელ ვასის ხილვა სურს, შეგახსენებთ, სკანდინავიელ ფეხბურთელს "მესტალიურ" გუნდთან მოქმედი კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება.

პოპულარული ესპანური სატელევიზიო გადაცემის "'El Chiringuito"-ს წამყვანი, ხოსეპ პედრეროლი დარწმუნებულია, რომ მადრიდის "რეალი" პსჟ-ს შემტევს, კილიან მბაპეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაიფორმებს.

"გარწმუნებთ, რომ კილიანი მომდევნო სეზონს "სამეფო გუნდთან" ერთად ჩაატარებს. და თუ არა თანამდებობას დავტოვებ" - განაცხადა პედრეროლმა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით



კომენტარები
ჰოლანს "რეალში" თამაში სურს, "ბარსელონა" და "იუნაიტედი" ფეხბურთელების გაცვლას აპირებენ
ჰოლანს "რეალში" თამაში სურს, "ბარსელონა" და...
19-01-2022, 01:47
ჰოლანი და მბაპე ერთად - "რეალს" რაღა შეაჩერებს?!
ჰოლანი და მბაპე ერთად - "რეალს" რაღა შეაჩერებს?!...
15-01-2022, 00:53
მბაპე პსჟ-ში კმაყოფილია და შესაძლოა "რეალში" გადასვლა გადაიფიქროს
მბაპე პსჟ-ში კმაყოფილია და შესაძლოა "რეალში"...
10-01-2022, 01:14
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно