ჰოლანს "რეალში" თამაში სურს, "ბარსელონა" და "იუნაიტედი" ფეხბურთელების გაცვლას აპირებენ
ახალი ამბები / ფეხბურთი
19-01-2022, 01:47
გთავაზობთ 18 იანვრის სატრანსფერო სიახლეებს:
Esport3-ის მიხედვით, "ბარსელონა" "ელჩეს" შემტევით, ლუკას ბოიეთი ინტერესდება. შეგახსენებთ, დიდი შანსია, ნიდერლანდელმა ლუკ დე იონგმა "ბლაუგრანა" დატოვოს.
დღესდღეობით ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი "ფიორენტინას" თავდამსხმელი დუსან ვლაჰოვიჩია. სერბის სამსახურით "არსენალი" ინტერესდება, თუმცა, SkySports-ის ცნობით, ახალგაზრდა შემტევს მომავლის განსახილველად მეტი დრო სჭირდება. ამ ყველაფრის მიუხედავად, "იების" ხელმძღვანელობა მზადაა სპორტსმენთან დაკავშირებულ წინადადებებს მოუსმინოს.
"ბარსელონამ" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" შესაძლოა უსმან დემბელე და ენტონი მარსიალი გაცვალონ. შეგახსენებთ, ორივე ფრანგს გუნდიდან წასვლა სურს და საფეხბურთო გრანდებმა შესაძლოა ამ შემთხვევით
ისარგებლონ.
El Chiringuito-ზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერლინ ჰოლანს მადრიდის "რეალში" თამაში სურს. თავის მხრივ, "ბლანკოსის" ხელმძღვანელები სკანდინავიელის მოსაყვანად ყველაფერს გააკეთებენ.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით
კომენტარები